რჩევები კოლგოტები - რჩევები 2014, 30 იანვარი, 18:08 ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ:
თუ პატარა, შავი კაბის ჩაცმა გაქვთ გადაწყვეტილი, ნუ შეუხამებთ მას გამჭვირვალე, ხორცისფერ კოლგოტებს.
მუქი ფერის კოლგოტები ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს, ხოლო თეთრი პირიქით – ამოკლებს მათ.
კოლგოტები - არ უნდა იყოს მკვეთრად ამოვარდნილი ფეხსაცმლისა და ზედა სამოსის ტონებისგან.
თხელი შავი კოლგოტი, უკან გრძელი ნაკერით, ძალიან ფაქიზი მოსახმარებელია – ის მხოლოდ იდეალურად სწორი ფეხების მქონე გოგონებს უხდებათ. ღია, საზაფხულო ფეხსაცმელი მოკლეყელიან წინდებსა და კოლგოტებთან ერთად – აკრძალული კომბინაციაა. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები ბოლო დროის კოლექციებში მოდელებს ფერად სანდლებსა და სქელ "კოლგოტებს" აცმევენ, მაინც გირჩევთ, ფრთხილად შეარჩიოთ ეს კომბინაცია. მსხვილპრინტიანი კოლგოტები ფეხებს ვიზუალურად მსუქანს აჩენს. კოლგოტების გარეცხვა რეკომენდებულია ხელით და წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს. ამ შემთხვევაში ისინი დიდხანს გაგიძლებთ. იმედია გამოიყენებთ რჩევებს, ისინი ნამდვილად გამოგადგებათ. 137 4-ს მოსწონს
|