მამაკაცის მოდა ყველაზე ძვირადღირებული წინდა მსოფლიოში. 2014, 29 იანვარი, 23:53
დეკემბერში, გერმანულმა ბრენდმა „ფალკემ“, რომელიც ქსოვილების დიდი მწარმოებელია, შემოდგომა - ზამთრის კოლექციაში წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წინდა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 10 წყვილია და მამაკაცებისთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარია. ეს წინდები 1, 188 დოლარად იყიდება, რადგან ისინი დამზადებულია ვიკუნიასგან (ყველაზე ძვირადღირებული ქსოვილი მსოფლიოში). ეს ქსოვილი ძალზედ იშვიათი და ძვირია, რაც ხსნის, წინდების მცირე რაოდენობით წარმოებას. აღნიშნული ქსოვილი მზადდება პერუში, ლამას ბეწვისაგან. შედეგად, ეს ბამბის ქსოვილი იმდენად დახვეწილი და დელიკატურია, რომ მისი შეღებვა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, წინდები მხოლოდ ღია ყავისფერი არის. წინდებთან ერთად, ვიკუნიას ქსოვილისგან ასევე შეიქმნა 20 პულოვერი, რომლის თითოეული მათგანის ღირებულება 3, 300 დოლარია, თუმცა ჯერ-ჯერობით გასაყიდად არ გამოუტანიათ. გერმანული ბრენდი „ფალკე“ თავის ერთგულ კლიენტებს, განსაკუთრებით კი ქალბატონებს მოუწოდებს : „თუ ვინმეს გსურთ, რომ საყვარელი მამაკაცი საშობაო არდადაგებზე გაახაროთ, სასწრაფოდ შეუკვეთეთ „ფალკეს“ შემოდგომა-ზამთრის კოლექციის უნიკალური წინდა, რადგან მსოფლიოში ის სულ 10 წყვილია.რაც შეეხება პულოვერებს, ისიც სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის“. 104 14-ს მოსწონს
|