ცომეული სამარხვო ბლინები 2014, 29 იანვარი, 14:51 ![]() 500 გრ. მინერალური წყალი 3 სუფრის კოვზი ზეთი 1 ან 2 სუფრის კოვზი შაქარი ფქვილი თვალის მიხედვით ( ცომი უნდა იყოს თხელი) ძალიან ცოტა მარილი ტაფას კარგად ვაცხელებთ, მხოლოდ პირველი ბლინისთვის ვასხავთ ტაფაზე ზეთს, დანარჩენებზე საჭირო არ არის. (პირველი ბლინი გამოვა შეუხედავი მაგრამ ამის გამო არ შეშინდეთ) გულსართის იდეები: 1) მურაბები, ჯემები; 2) დაქუცმაცებული და მოთუშული ბოსტნეული; 3) ტაფაზე ჩაშუშული გაფცქვნილი და დაჭრილი ვაშლი - დარიჩინით და მიხაკით გაფრთხილება: სამარხვო და არასამარხვო ბლინების შემთხვევაშიც, ცომის მიქსერით გაკეთება სასურველი არ არის, რადგან ბუშტუკებს იკეთებს რაც გამოცხობაში ხელს უშლის. 721 1-ს მოსწონს
|