ტენდენციები მოდური ლოსინები-რასთან და როგორ ვატაროთ ისინი? 2012, 7 მაისი, 2:35 წლევანდელ სეზონზე, ისევე როგორც წინა წლებში, თავისი აქტუალობა არ დაუკარგავს მოდურ ლოსინებს. სამოსის ეს ტიპი, განსაკუთრებით აქტუალურია დღესდღეობით არა მხოლოდ თინეიჯერთა გარდერობში, არამედ მოდური თანამედროვე გლამურული ქალის სამოსშიც. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ რამოდენიმე მარტივ კომბინაციას თუ რასთან ერთად და როგორ უნდა ვატაროთ ლოსინები, ისე რომ მათი მეშვეობით მაქსიმალურად გამოვკვეთოთ ჩვენი სხეულის ლამაზი ნაწილები, შედარებით პრობლემური კი ოსტატურად დავფაროთ. მინდა გითხრათ, ლოსინი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ საკუთარ ჩაცმულობას პიკანტური შტრიხი დაუმატოთ, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებული ტენდენცია, ლოსინების ტარება მოკლე ტოპებთან კომბინაციით, მხოლოდ ლამაზი უკანალის და კარგი ფეხების პატრონისთვისაა მისაღები. აქედან გამომდინარე ვისაც სხეულის იდეალური ფორმებით არ შეუძლია დაიკვეხნოს, აჯობებს ლოსინები სპეციალურ ზედებთან და გრძელ ტოპებთან ერთად ატაროს.ამას გარდა მათი ტარება მიზანშეწონილია, შიფონის ან ნახევრადგამჭვირვალე ქსოვილისგან შეკერილ კაბებთან კომბინაციაში, ასეთი სამოსი განსაკუთრებით სექსუალურად გამოიყურება ქალის ტანზე. ამას გარდა ლოსინების ჩაცმა შეიძლება, მოკლე ჯინსის ქვედაბოლოსა და ნაქსოვ სვიტერზე. ძალიან უხდება ლოსინებს ასევე დაბალძირიანი სანდლები ე.წ "გლადიატორები" და არც მაღალქუსლიან პლატფორმაზე გამოიყურება იგი ცუდად. განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენი ლოსინები ტყავის ან რაიმე მბზინავი ქსოვილისგანაა დამზადებული. ასეთი სამოსით შეგიძლიათ თავი ნებისმიერ გამოსასვლელ საღამოზე მოიწონოთ. 6626 17-ს მოსწონს 3-ს არა
|