x
image
t.x.
რა ახსოვთ და რას გრძნობენ კომიდან გამოსული პატარები. პატარა იხსენებს ექვსი თვის ასაკში თავს გადამხდარ ამბებს
imageროგორ ფიქრობთ, რამდენი წლის უნდა იყოთ, რომ სიკვდილისწინა გამოცდილება გქონდეთ? ალბათ გგონიათ, რომ საკმაოდ მოზრდილი, მაგრამ თურმე პატარა ბავშვებსაც აქვთ ეს განცდილი კომაში ყოფნისას და ყველაზე საოცარი ისაა, რომ მათ შეუძლიათ დიდი ხნის მერე გაიხსენონ ყველაფერი. სამედიცინო ჟურნალმა Critical Care Medicine-მა აღწერა, რომ ჰქონდათ კონტაქტი ექვსი თვის ბავშვის დედასთან, მას შემდეგ, რაც კომიდან გამოვიდა და აღმოჩნდა, რომ ბავშვი უკვე სამი წლის ასაკში სვამდა უცნაურ კითხვებს. როცა გაიგო, რომ ბებიამისი კვდებოდა, იკითხა: "სად მიდის ბებია, გვირაბის გავლას და ღმერთთან შეხვედრას აპირებს?" მას ყველაფერი ახსოვდა.image

ცოტა მოზრდილ ბავშვებს შეეძლოთ მაშინვე მოეყოლათ თავს გადამხდარი ამბები. ისინი უკმაყოფილოები არიან აქაურ სამყაროში დაბრუნებით. 4 წლის ტომი, კომიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც კი მომჯობინდა მამამ გასეირნება შესთავაზა და ჰკითხა, სად სურდა წასვლა. მან კი "ისევ იმ პარკში" წასვლა მოითხოვა. ჩაეკითხნენ, რომელ პარკს ითხოვდა, მან კი აუხსნა, ის, რომელიც გვირაბს იქით იყო და ის საავადმყოფოში ყოფნისას ნახა. მოყვა, როგორ შეეცადა ღობის იქით გადაძრომას, მაგრამ ვიღაც კაცმა არ გაუშვა და უკან, გვირაბში დააბრუნა, მერე კი საავადმყოფოში აღმოჩნდა.

კომიდან გამოსული პატარების მონათხრობი ძალიან ჰგავს უფროსებისას. ისინიც ხვდებიან მშვენიერ, ნათელ სამყაროში, სადაც გარდაცვლილი ნათესავები ხვდებათ და უბრძანებენ უკან დაბრუნებას.

დოქტორი მარი ატუოტენი, რომელიც აკვირდება ასეთ ბავშვებს, ამბობს:


უფროსებისგან განსხვავებით, პატარები ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ რჩებიან, მათ უჭირთ ჩვენს სამყაროში დაბრუნება და ზოგიერთი მათგანი თვითმკვლელობასაც ცდილობს.

პატარა ბავშვებს უკან დაბრუნება მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ ძალიან უყვართ მშობლები და არ უნდათ მათთან განშორება. ცოტა უფროსებს კი ცხოვრებაში რაღაცის გაკეთება სურთ.

0
138
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0