x
image
t.x.
სიკვდილისწინა მონათხრობები, რომლებიც რეანიმაციული განყოფილების ექთანმა ჩაიწერა
imageრეანიმაციული განყოფილების ექთანმა გამოაქვეყნა ჩანაწერები, რომლებსაც წლების განმავლობაში მომაკვდავი ავადმყოფები ან მათი ახლობლები უყვებოდნენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ოთხი წლის წინათ, საბავშვო მწერალს შერლი პარკერს გაუჩნდა საშინელი წინათგრძნობა, რომ მისი საქმრო სიკვდილის პირას იყო. ეს მაშინ, როცა შერლი თვითონ იყო სიკვდილის პირას, მას კიბო ჰქონდა. იმ ღამეს მისი წინათგრძნობა გაამყარა სიზმარმა, სადაც შერლი ღმერთს შეხვდა. გამოღვიძებულს კარგად ახსოვდა ყველაფერი, რაც ღმერთმა უთხრა, რომ სტივენის წასვლის დრო იყო და თხოვნაზე, მის ნაცვლად მიეღო, უარი უთხრა. მეორე დილით სტივენი(ის მფრინავი იყო) დაიღუპა ავარიაში. "ნეტავ შემეძლო მისი გადარჩენა თუ სიზმარს მოვუყვებოდი?" - ამბობს შერლი.

შერილს როგორც შანს შეეძლო მომავლის განჭვრეტა, რადგან 10 წლის წინაც შეემთხვა მსგავსი რამ. მას დაესიზმრა ნაცნობის 3-4 წლის გოგონა, რომელიც სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი.

" მივდიოდი ბილიკზე, წინ დამხვდა ეს გოგონა თავის დეიდასთან ერთად. დეიდა ნანახი არ მყავდა, მხოლოდ ვიცოდი, რომ ის 20 წლის წინ გარდაიცვალა. დეიდამ მითხრა, რომ გოგონას ღრუბლებში წასაყვანად იყო მოსული. ბავშვი ვარდისფერებში იყო ჩაცმული. იმავე ფერის სათლით და ნიჩბით ხელში. პატარა ბედნიერებისგან ცეკვავდა. დილით ვიფიქრე დამერეკა მამამისისთვის, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მთელი დღე დანაშაულის გრძნობა მდევდა თან. იმ საღამოს სტუმრად წავედი. ვახშმობისას დავიხედე საათზე, რომელიც აჩვენებდა: 10:10 საათს. მთელი დღის შფოთმა გამიარა. მეორე დღეს გავიგე, რომ ბავშვი ზუსტად იმ დროს გარდაცვლილა. გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინეს.image


სხვა შემთხვევა:

ბრიტანელი ქალი ჯენის რაიტი სტუმრად იყო ამერიკაში. შუაღამისას გაეღვიძა. საძინებელში მისი ძიძა იდგა. ახალგაზრდა ასაკში, როცა იმ დროს ძიძა უკვე 80 წლის უნდა ყოფილიყო. მან თავზე ხელი დამადო და მითხრა, რომ კარგად იყო. დილით მიხვდა, რომ ძიძა გარდაიცვალა. ცოტა ხნის მერე კი ინგლისიდან დაურეკეს და უთხრეს ეს ამბავი.

კიდევ ერთი ამბავი:

მომაკვდავი ქალის საწოლთან გარს შემოხვეულნი იყვნენ მისი ქმარ-შვილი. ვაჟმა დაინახა განათებული კაცის ფიგურა, რომელმაც მომაკვდავს ხელები გამოუწოდა. ქალიშვილმა დედის თავზე დაინახა მანათობელი რაღაც მზესავით, გარშემო კი უცხო ხალხის გამოსახულებები. მანაც დაინახა მაღალი კაცის ფიგურა, რომელიც მივიდა დედამისთან და ხელი მოკიდა. იგივე დაინახა ქმარმაც. ოჯახი ძალიან ბედნიერი იყო ამ ყველაფრის ხილვის გამო. ამბობდნენ, რომ რცხვენოდათ ექიმების, რათა არ ჩაეთვალათ ისინი უგულოებად.

სხვა შემთხვევა:

ლორა სასთუმალთან იჯდა და ეჭირა ავადმყოფი დედის ხელი. დედა კომაში იყო. ლორამ დაინახა დედის გამოსახულება როგორ ადგა საწოლიდან და გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. შეჩერდა, უკან მოიხედა, მას საოცრად ბედნიერი სახე ჰქონდა. ლორას ჩაესმა ხმა: "უკან დაბრუნდი, ჯერ შენი ჯერი არ არის". დედა სამი დღის მერე გარდაიცვალა.

დაკვირვებების მერე, ექთანი ამბობს, რომ სიკვდილის აღარ ეშინია.

0
982
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
982
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0