შოუბიზნესი აუცილებელი არაა მაღალი იყო 2014, 27 იანვარი, 13:03 ბევრ გოგონა დისკომფორტს განიცდის სიმაღლის გამო, კომპლექსდება, ზოგიერთი თავს იწყევლის, თავს უბედურად გრძნობს, ჰგონია, რომ იგი ვერასდროს გაუწევს კონკურენციას აშოლტილ მაღალ გოგოებს.ბიჭების ყურადღებას ვერ დაიმსახურებენ და ა.შ.გთავაზობთ იმ ცნობილი ვარსკვლავ ქალების ჩამონათვალს, რომელებიც სიმაღლით ვერ გამოირჩევიან, მაგრამ საოცრად ლამაზები, მომხიბვლელები არიან და უნაკლო ფიგურა აქვთ. ჰაიდენ პენეტიერი-ამერიკელი მოდელის, მსახიობის და მომღერლის სიმაღლე 152სმ.-ია.მისი საქმრო კი მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო თითქმის 2 მეტრი სიმაღლისაა. კაელი მინოუგი-მართლაც და ამ ულამაზესი ავსტრალიელი პოპ-დივას სიმაღლე 152სმ-ია. კორტნი კარდაშიანი-დებში ყველაზე უფროსია ასაკით, სამაგიეროდ სიმაღლითაა ყველაზე პატარა-152სმ. ლედი გაგა-ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერლის სიმაღლე 155სმ-ია. კიმ კარდაშიანი-მისი სიმაღლე 157 სმ-ია. ევა ლონგორია-ამერიკელ მსახიობს, რომლის სიმაღლე 157 სმ-ია რომანი ჰქონდა კალათბურთელ ტონი პარკერთან. სარა ჯესიკა პარკერი-მსახიობი სულ მაღალქუსლინ ფეხსაცმლით დადის, თუმცა მისი სიმაღლე 160სმ-ია. ნატალი პორტმანი-მისი სიმაღლე 160 სმ-ია, ფილმში "Thor: The Dark World", სწორედ დაბალი სიმაღლის გამო აიყვანეს, კრის ჰემსვორტის ფონზე, იგი მართლაც უსუსურად და დაუცველად გამოიყურებოდა. 345 5-ს მოსწონს
|