x
''დეჟავუ" მეცნიერული ახსნა

imageფენომენს, რომელსაც "დეჟავუ" ჰქვია, ზუსტი ახსნა-განმარტება არ აქვს, თუმცა მეცნიერებმა გარკვეული მონახაზი გააკეთეს, თუ რატომ განვიცდით მას.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ტვინი აღადგენს მხოლოდ იმ მოგონებებს, რომელმაც ჩვენზე გავლენა იქონია. "დეჟავუ" ხდება მაშინ, როდესაც მოგონებები არ მუშავდება. მაგალითად, ინტერნეტში ნანახი ვიდეო, შესაძლოა, გარკვეული კუთხით კონკრეტულ სიტუაციაში აღადგინოთ, ან ოფისში სამუშაო მაგიდაზე ნანახი ნივთი ბავშვობაში სადღაც ნახეთ. მეცნიერების ნაწილი ირწმუნება, რომ "დეჟავუ" მეხსიერების ერთგვარი
გადამუშავებაა. ნებისმიერი ახალი შეგრძნება, თუ ამბავი, რომელსაც ვიგებთ, პირდაპირ ტვინის იმ ნაწილში გადაიცემა, რომელიც ხანგრძლივი გადამუშავების პროცესს გადის. როდესაც ეს ხდება, ინფორმაცია ძველდება და მას კარგად ნაცნობად აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული ფაქტი მანამდე არსად გაგვიგია და სიახლეს წარმოადგენს.

ამასთან, დეჟავუს ყველაზე ხშირად 15-დან 25 წლამდე ადამიანები განიცდიან, რადგანაც ამ წლებში ტვინი მეტად აქტიურია და გაცილებით მეტ დოპამინს გამოიმუშავებს.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/93171-ratom-gvemartheba-qdezhavuq-mecnieruli-akhsna.html#ixzz2rX1BiiRH

0
366
1-ს მოსწონს
ავტორი:Dav1D
Dav1D
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0