x
გემრიელი და ეფექტური ვაშლის დიეტა

imageდიეტა ჯანსაღი პროდუქტებით კვება, პურ-ფუნთუშეულზე უარის თქმა და ულუფის შემცირებაა. თუ ფიქრობთ, რომ შიმშილი ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ, ძალიან ცდებით.
ძალიან ეფექტურია ვაშლის დიეტა, რომელიც ამავე დროს გემრიელია. ვაშლის წყალობით 2 კურდღელს დაიჭერთ - წონაშიც იკლებთ და ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობასაც არ განიცდის. დიეტოლოგი ტამი ფლინი ამბობს, რომ ჭარბწონიანებს დღეში სამჯერ, სადილობისას ვაშლის ჭამას ურჩევდა. მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღეში სამჯერ მიირთვეს ვაშლი და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების
რიტმი არ შეუცვლიათ და არც მკაცრ დიეტაზე იყვნენ, წონაში საგრძნობლად დაიკლეს.

უმჯობესია, ეს გემრიელი ხილი დღეში სამჯერ მიირთვათ და ყოველი ჭამის წინ დააგემოვნოთ. ამ ხერხით, ნაკლებს შეჭამთ და კუჭს "მოატყუებთ", რომ საკმარისად დანაყრდით. სწრაფი ეფექტისთვის, უმჯობესია, მთლიანი ხილი მიირთვათ და არა მისგან დაწურული წვენი, რადგანაც გაწურვისას ხილი კარგავს საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს. იდეალურია ვაშლის დილით, საუზმემდე მირთმევა; ამ ხერხით საჭმლის მონელების სისტემა სწორად იმუშავებს. მეორე ვაშლი საუზმიდან 2 საათის შემდეგ მიირთვით. ამასთან, აუცილებელია, დღეში 8 ან 12 ჭიქა წყალი დალიოთ. თუ წონაში დაკლება სერიოზულად გადაწყვიტეთ, საღამოს, 6 საათის შემდეგ ტელევიზორის წინ გემრიელად დანაყრება დაივიწყეთ - საღამოს მესამე ვახშამი მხოლოდ ვაშლია.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/95301-martivi-gemrieli-da-efeqturi-vashlis-dieta.html#ixzz2rWyMLz1d

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:Dav1D
Dav1D
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0