საზოგადოება რა ხასიათზე დააყენეს პრეზიდენტი ”ქართული ოცნების” მაისურიანმა ახალგაზრდებმა რაგბის თამაშის დროს 2012, 23 მარტი, 15:22 ვეჭვობ, მალე სტადიონზე სარაგბო ან საფეხბურთო მატჩზე საგულშემატკივროდ მისულ მაყურებელს "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გვარიანად გაგვჩხრეკენ - შეგვიმოწმებენ ჩაცმულობასაც და იმ პლაკატებსაც, რის გამოფენასაც მატჩის მიმდინარეობისას დავაპირებთ... ჩვენი სანაქებო მორაგბეთა ნაკრების რუსეთის ნაკრებთან ასტრონომიული ანგარიშით მოგების მიუხედავად (მოგეხსენებათ, ჩვენმა ბიჭებმა რუსები ანგარიშით 46:0 დაამარცხეს) როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი მეტად უკმაყოფილო წასულა სტადიონიდან. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი ტრიბუნა გადაჭედილი იყო "ქართული ოცნების" მაისურიანი გოგო-ბიჭებით, რომლებსაც სახელმწიფო დროშებთან ერთად ეკავათ პლაკატები წარწერით: "აგვიხდინეთ ოცნება". როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტრიბუნების სწორედ "ქართული ოცნების" მაისურიანი გოგო-ბიჭებით გადაჭედილი ფლანგი იყო ყველაზე აქტიური... წარმომიდგენია, ამის შემყურე პრეზიდენტს როგორ გაუჭირდებოდა სტადიონზე მთელი 80 წუთის გატარება. 2229 2-ს მოსწონს
|