საზოგადოება აფერისტები, უნიჭოები და ყველაზე ცუდი სეზონი 2012, 10 აპრილი, 11:34 ყველა მოუთმენლად ველოდით ამ სეზონს მაგრამ ამ სეზონმა რომ არ გაამართლა ყველასთვის ნათელია, წინა ორ სეზონთან შედარებით მომრავლდა უნიჭოები და ერთფეროვანი ნომრები, ხოლო ახალი და განსაკუთრებული არ ჩანს. მე მინდა გავამახვილო ყურადღება იმათზე ვინც უსამართლოდ გადავიდა შემდეგ ტურში: 1- ანა ქაშიბაძე- ერთი შეხედვით ძალიან საყვარელი ბავშვი რომელმაც ყველას შეაყვარა თავი, მაგრამ მეორე მხვრივ რა თქმა უნდა ჩემი პირადი შეხედულებაა რომ ეს ბავშვი მაგარი მატყუარაა და იმპროვიზაცია ადვილად შეუძლია თამამად შეიძლება ითქვას კარგი მსახიობია. ლექსი განუმეორებლად თქვა მაგრამ შემდეგ ტურში იმისთვის უნდა გადავიდეს რომ ლექსი თქვა? ეგრე პოლიგლოტიც გვყავდა, მაგრამ მეშლება უკაცრავად ის საყვარელი არ ყოფილა და ამ ბავშვივით კარგი მსახიობი. მოკლედ არ ვეთანხმები ამ ბავშვის გადასვლას 2-ოთარინიო- რომელმაც ვიტომ რაღაც პაროდია გააკეთა, ინტონაციურად ლექსი წარმოსთქვა და მეორე ტურის საგზური აიღო 3-გეიმერები- ამ ნომერზე შემიძლია თამამად ვთქვა რომ ვერანაირი სიამოვნება შეიძლება მიიღოს ადამიანმა, სათამაშო გარემო ააწყვეს და მათთვის ითამაშეს ანგრი ბირდ, არც შოუ ყოფილა და არც სასაცილო ან გასართობი საშუალება. მაგრამ რადგან განსხვავებული იყო იმისთვის გადაყვანა მე ვფიქრობ არ შეიძლება. ამაზე ბევრჯერ უკეთსი სანახაობა ფაინამ აჩვენა და იმ ფეხბურთელმა ბიჭმაც 4-ჰუვაჩაი ჩუნა- ამ კაცის სახელი ენის გასატეხისავით არის, მაგრამ აშკარად გემრიელ საჭმელს ამზადებს ჟიურის მოწონება რომ დაიმსახურა მაგრამ? იყო შოუ რომელსაც სხვა მონაწილეებისგან ითხოვენ? იყო სანახაობა? არა უბრალოდ გამოვიდა და სცენაზე კერძი გააკეთა ეგრე შეუძლია ქართველი კულინარების 80 პროცენტს. მე მიყურებია კერძის დამზადების დროს ლამაზ სანახაობას, მაგრამ ერთ კადრს მაინც მაჩვენებთ სადაც შოუ სანახაობა იყო? 5-გოგრების მხერხავი- ვინმე მეტყვის რომ ეს ნიჭია? იცი რამდენ ადამიანს შეუძლია მსგავსად გადახერხვა, გადახერხა გოგრები და გადავიდა შემდეგ ტურში, ეგ თუ სანახაობაა ხის მოჭრაზე ბილეთები უნდა იყიდებოდეს. მასზე ბევრი იქვალა ძალიან ბევრმა ადამიანმა ამან კი მარტივად უბრალო რაღაციტ გადავიდა შემდეგ ტურში. საბოლოოდ ეს სეზონი ასეთი ადამიანებით უინტერესო ხვდება და სირცხვილია ვინმე უცხოელმა უყუროს ამ სეზონს. ხალხი წვალობს და იმათ უარს ეუბნება ჟიური უკეთესი შეიძლებოდაო ხოლო ესენი არაფრის გაკეთებით გადადიან შემდეგ ტურში. წარმომიდგენია მომავალ სეზონში რამდენი მიბაძავს ამათ და სულ ამათი მიმბაძველები იქნება 576 1-ს მოსწონს 1-ს არა |
რაც შეეხებათ დანარჩენებს, აქაც იგივე აზრზე ვარ, თუმცა არა მგონია ნახევარფინალში ეს ადამიიანები გადაიყვანონ. მეორე ტურის საგზური ნახევარფინალშ ავტომატურად არ ნიშნავს, როგორც მახსოვს წინა ორ სეზონზე ცალკე იყო გადაცემა, სადაც აჩვენეს მეორე ტურში გადასულებიდან ნახევარფინალისტების ''სია''