x
კოსოვოს კონფლიქტის მიზეზები და განვითარება
კოსოვოს რესპუბლიკა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე გაეროს 106 წევრი ქვეყნის მიერ აღიარებული სახელმწიფოა, რომლის სტატუსიც დღემდე კამათის საქმეა. ზოგი მას ჯერ კიდევ სერბეთის ავტონომიად მოიხსენიებს სახელწოდებით “კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური რესპუბლიკა''. ბრიუსელის შეთანხმების საფუძველზე ახლა მთლიანად კოსოვოს მთავრობა აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიას და გაუქმებულია სერბეთის ავტონომია. ამავე შეთანხმების საფუძველზე სერბეთმა კოსოვო როგორც ავტონომია აღიარა და არა სახელმწიფოდ. შიდა ეთნიკური დაძაბულობა კოსოვოში 1980-იან წლებში გაუარსედა. ამ პერიოდში აქტიურდება კონფლიქტის ლატენტური სტადია. 1986 წელს ეთნიკური მისწრაფებების და იუგოსლავიის ეკონომიკის ეთნიკურ ტერიტორიებზე დამოკიდებულების გამო, ფედერაციული სახელმწიფო კონფედერაციულს დაემსგავსა. 1989 წელს სხვადასხვა გზებით მილოშევიჩმა კოსოვოს სპეციალური ავტონომიური სტატუსი შეუჩერა და დაიწყო ეთნიკური ალბანელების კულუტურული შევიწროება. გამოიკვეთა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის ტერიტორია.

კოსოვოს ალბანელებმა დაიწყეს არაძალადობრივი სეპარატისტული მოძრაობები და სხვადასხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნა რისი მიზანიც საბოლოოდ დამოუკიდებლობის მიღება იქნებოდა. დაიწყო კონფლიქტის მანიფესტირებული სტადია, რასაც გარკვეულწილად სეგრეგაცია ედო საფუძვლად. 1990 წლის 2 ივლისს კოსოვომ თავი რესპუბლიკად გამოაცხადა იუგოსლავიის შემადგენლობაში, ხოლო 1991 წლის სექტემბერში მათ კონსტიტუციაც მიიღეს. 1992 წელს მან თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და მხოლოდ ალბანეთისგან მიიღო აღიარება. 1995 წლის დეიტონის შეთანხმებამ ბოლო მოუღო ბოსნიის ომს. საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაურკვეველი იყო კოსოვოში მიმდინარე მოვლენები, 1996 წელს კოსოვოს განმათავისუფლებელმა არმიამ და ეთნიკურ ალბანელთა პარტიზანულმა ჯგუფმა ჩაანაცვლეს არაძალადობრივი მოძრაობები და დაიწყეს წინააღმდეგობების გაწევა სერბეთისა და იუგოსლავიის შეიარაღებული ძალებისათვის. 1990 წლიდან მშვიდობიანი გამოყოფის მცდელობის ჩაშლისა და 1997-99 წლებში ალბანური შეიარაღებული ამბოხის შემდეგ ნატომ 78 დღიანი თავდასხმა განახორციელა იუგოსლავიაზე, რათა კოსოვოს ომი შეეჩერებინა. ეს პერიოდი ცნობილია განვითარებული კონფლიქტის სტადიით, სადაც ფიქსირდება ძალადობის გამოყენების უამრავი ფაქტები. 1998 წელს დასავლეთის ინტერესები გაიზარდა და სერბეთის მთავრობაც მზად იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის ხელის მოსაწერად. 1999 წლის იანვარში რაჩაკის ინციდენტმა კვლავ მიიპყრო კონფლიქტის საერთაშორისო ყურადღება. მალევე გაიმართა კონფერენცია და მომზადდა პროექტი, სადაც კოსოვოს ავტონომია უნდა განახლებულიყო და ნატოს მშვიდობისმყოფელებს გაეკონტროლებინათ კონფლიქტის ზონა. სერბეთის მხარეს პირობები არ მოეწონა და უარი განაცხადა ხელმოწერაზე.

1999 წლის 24 მარტს და 10 ივნისს ნატოს ძალებმა დაბომბეს იუგოსლავია, რათა აეძულებინათ მილოჩევიჩის ძალებისათვის კოსოვოდან გამოსვლა. გაგრძელდა ალბანელ პარტიზანებსა და იუგოსლავიის ძალებს შორის შეტაკებები და სამწუხაროდ ამ ომის დროს ყველაზე მეტად რიგითი ადამიანები ზარალდებოდნენ. კონფლიქტის დროს დაახლოებით ერთი მილიონი ალბანელი წამოვიდა ან გამოაგდეს კოსოვოდან. 1991 წელს ზოგიერთი მონაცემებით 11 ათასი მოკლული დაფიქსირდა. 3000 ადამიანი კვლავ იძებნება, რომელთაგანაც 2500 ალბანელია, 400 სერბი, ხოლო 100 ბოშა. ივნისში მილოშევიჩმა დაუშვა უცხოური საჯარისო ნაწილების ყოფნის ნებართვა კოსოვოს ტერიტორიაზე და თავისი ჯარების გაყვანა ბრძანა. 1999 წლის მაისიდან მოყოლებული საერთაშორისო საზოგადოებამ უამრავი დანაშაული და ძალადობა დააფიქსირა იუგოსლავიისა და სერბეთის მეთაურობის მხრიდან, რომელიც შეფასდა ძალადობად კაცობრიობის წინაშე. 1999 წელს გაეროს მისიამ კოსოვოში დაიწყო ადმინისტრირება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შემდეგ. 2000 წლიდან კოსოვოს ომის შემდეგ გაეროს ძალებმა იკისრეს მმართველობით-ინსტიტუციური როლი. 2008 წლის 17 თებერვალს პარლამენტმა კოსოვოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მიიღო აღიარება რამდენიმე დამოუკიდებელი სახელწიფოსგან.

იუგოსლავიის დაშლისას წარმოქმნილ კოსოვოს კონფლიქტში იყო სერბული და ალბანური ინტერესები, რომლებიც სერბეთის მაშინდელი ავტონომიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ტერიტორია იყო ქრისტიანული სერბეთის, ხოლო მოსახლეოის უმეტესი ნაწილი კი მუსლიმ ალბანელს შეადგენდა. ეს კონფლიქტი შეეხო მთელ ბალკანეთის რეგიონს, მან გაეროს გარდა მიიპყრო აშშ-ს, რუსეთისა და ევროკავშირის ყურადღება. აშშ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცდილობდა გავლენის სფეროების გაფართოებას და მხარს უჭერდა ალაბეთს, ასევე სურდა ეჩვენებინა ერაყისა და ავღანეთისთვის მისი დამოკიდებულება მუსლიმების მიმართ, ხოლო რუსეთი რომელიც გაძლიერებას ცდილობდა მხარს უჭერდა სერბეთს და მოითხოვდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. ევროკავშირის მთავარი მიზანი კონფლიქტის რეგულირება იყო და ორივე მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავდა შემდგომში გაფართოების საფუძველზე.


2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე მოლაპარაკებების პროცესში ალბანეთი და სერბეთი თავიანთ მოთხოვნებს აყენებდნენ კოსოვოს საკითხთან მიმართებაში. ალბანეთი აქტიურად უჭერდა მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რადგან ეს მისი აზრით ერთადერთი გზა იყო კოსოვოელთა თვითგამორკვევისა და ძალადობის აღკვეთისათვის (რომელიც გენოციდის სახით ხდებოდა მილოჩევიჩის დროს). კოსოვოს, როგორც კონფქლიტურ ტერიტორიას განსაკუთრებულ შემთხვევად განიხილავდა და მას სერბეთის მიერ 1912 წელს დაპყრობილ ტერიტორიად მოიაზრებდა. რაც შეეხება სერბეთს, იგი წინააღმდეგი იყო დამოუკიდებლობისა და ავტონომიის ფარგლებში კოსოვოს ეროვნულ სუვერენიტეტს სთავაზობდა. იგი კოსოვოს თავის ტერიტორიად მიიჩნევდა შუა საუკუნეებიდან მოყოლებული და მის დამოუკიდებლობას ბალკანეთის დესტაბილიზაციის პირველ ეტაპად თვლიდა. საინტერესოა კოსოვოს ფაქტის უნიკალურობის საკითხი, რომელსაც ალბანეთი აღიარებდა, თუმცა სერბეთი მიიჩნევდა, რომ კოსოვოს შემთხვევა ბევრი სხვა შემთხვევის მსგავსია, ისეთების როგორებიცაა: ქურთისტანი, ქაშმირი, ბასკეთი, კვებეკი, ტაივანი, ტიბეტი, აფხაზეთი და ა.შ. ამ კონფლიქტში ევროკავშირი ცდილობდა ნეიტრალური როლი ეთამაშა რუსეთისა და აშშ-ს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში და გაეროს ძალების დახმარებით მოეგვარებინა კონფლიქტი და ალბანეთთან და სერბეთთან ჰქონოდა კარგი ურთიერთობა. კოსოვოს საკითხის პიკი 2008 წელი იყო, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 106 ქვეყნის მიერ იქნა აღიარებული.

0
4159
3-ს მოსწონს
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
4159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0