x
ჰავაის კუნძულები
ჰავაის კუნძულები მდებარეობს წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 4 ათასამდე კილომეტრის დაშორებით. აქ არის ექვსი ძირითადი კუნძული ოაჰუ, მაუი, ჰავაის დიდი კუნძული, კაუაი, მოლოკაი და ლანაი.

image

ყველა კუნძული გამორჩეულია. ჰავაიზე შეგიძლიათ ნახოთ მოქმედი ვულკანები, ლავა, ტენიანი ტროპიკული ტყეები, ლამაზი სანაპიროები, შაქრის ლერწმის, ანანასის პლანტაციები და ადგილობრივი მოსახლეობის ფოლკლორული სანახაობები. ამ ტროპიკულ სამოთხეს წელიწადში 7 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

imageimage










ტურისტებს ადვილად შეუძლიათ ერთი კუნძულიდან მეორეზე გადაადგილება ადგილობრივი ავიახაზების საშუალებით. ესენია: ალოჰა და ჰავაი. ფრენა ხშირი და იაფია. იქიდან გამომგდინარე, თუ როგორი დასვენება გსურს, სხვადასხვა კუნძულს უნდა ესტუმროთ: ზოგი კუნძული უფრო ღამის გართობაზეა ორიენტირებული, ზოგი კი წყნარი სანაპიროებითა და განმარტოებისთვის იდეალური ადგილებით გამოირჩევა.

ჰავაის კუნძულებზე ტურისტს შეუძლია დაკავდეს ცურვით, სერფინგით, ყვინთვით, თევზაობით, გოლფის თამაშით და ა.შ.

1
2055
2-ს მოსწონს
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
2055
  
2019, 27 აპრილი, 1:05
აქ მინდა წასვლა ერთხელ
0 1 1