სამეცნიერო ყოველი მეორე ქალი ორგაზმის იმიტაციას ახდენს (ვიდეო) 2012, 23 მარტი, 15:13 კოლუმბიის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაადგინეს, რომ ქალების 54%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუმართავს ორგაზმის იმიტაციისთვის. მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები ასე იქცევიან, პარტნიორის მხრიდან მათი მიტოვების შიშია, თუმცა, სხვა მიზეზებიც დასახელდა:
თავდაჯერებულობის დეფიციტი: ქალებს მიაჩნიათ, რომ სექსის დროს ისე ვერ იქცევიან, როგორც ეს საჭიროა. მოკლე პრელუდია ან საერთოდ უარის თქმა მასზე: მოუთმენელი მამაკაცები ხშირად უარს ამბობენ აქტისწინა პრელუდიაზე, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ პრელუდია სექსუალურ აქტივობას ზრდის. საბოლოოდ ეს სულსწრაფობა იმაში გამოიხატება, რომ ქალები ორგაზმს ვერ აღწევენ და იმიტაციას მიმარტავენ. მოცემულ მომენტში სექსუალური ლტოლვის არქონა: ზოგჯერ არის პერიოდი, როცა ქალებს ყველაფრის სწრაფად დამთავრება სურთ, მაგრამ არც ის უნდათ, რომ პარტნიორი გაანაწყენონ. ორგაზმი და მასთან დაკავშირებული პრობლემები სულ სხვა ჭრილში დაინახეს რუსებმა. ასე მაგალითად, რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის პროგრამის „ზდოროვიეს“ წამყვანმა, ელენე მალიშევამ წინასაახალხწლო გადაცემის ბოლოს თეატრალიზებულად წარმოადგინა, როგორ უნდა გახარჯონ ქალებმა წინასაახალწლო და სადღესასწაულო დღეებში ათვისებული არასასურველი კალორიები. როგორც „გედების ტბის“ მუსიკაზე შესრულებულ თეატრალიზებულ წარმოდგენაში მედიცინის დოქტორმა მამაკაცებმა მაყურებელს უჩვენეს, ორგაზმის დროს 25, რომანტიკული კოცნის დროს 65, ხოლო ორგაზმის იმიტაციის დროს, არც მეტი, არც ნაკლები, 190 კალორია იხარჯება. აქედან გამომდინარე, რუსმა მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ ორგაზმის იმიტაცია ზოგჯერ, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს და ეს იმით ახსნეს, რომ მის იმიტაციას უფრო დიდი ენერგიის დახარჯვა სჭირდება, ვიდრე თავად ორგაზმს... ამ სტატიის ბოლოს კი, ალბათ, უპრიანი იქნება, თითქმის ყველასთვის კარგად ცნობილი „მის ორგაზმის“ - მეგ რაიანის კინოორგაზმის იმიტაცია გავიხსენოთ... http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=fBQRKJTOZyA#! 4625 4-ს მოსწონს
|