საზოგადოება დედის მიერ ნაცემი, კომაში მყოფი 15 თვის ბიჭუნა რეანიმაციაში მე-18 დღეს გარდაიცვალა 2012, 23 მარტი, 15:14 ![]() საგამოძიებო ორგანოებს პრეტენზია ადგილობრივ პოლიციელებთანაც აქვთ. გაირკვა, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ჩარევის დროს ექიმებმა ბავშვის სავარაუდო ცემის შესახებ პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება გაგზავნეს, მაგრამ ამ ფაქტით არავინ დაინტერესებულა - ახსნა განმარტებისთვის და სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ბესედინებთან ოჯახში არავინ მისულა. როგორც „ექსპრეს-გაზეტა“-ს ჟურნალისტი წერს, რვა თვის ასაკში სერიოჟას ცემის შემდეგ, საავადმყოფოში მისულს, მას მიეცა საშუალება, დედას გასაუბრებოდა: „მან გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მითხრა, რომ ბავშვი მამამ სცემა, თუმცა, მალევე აღიარა, რომ ეს თვითონ ჩაიდინა. მერე ატირდა კიდეც და ინანიებდა, აწი ბავშვზე ხელს არ აღვმართავო და, მართალი გითხრათ, მე დავიჯერე, რომ ასეც მოიქცეოდა. სერიოჟას ეს ფოტოები მაშინ მე გადავუღე - როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად“. ბოლო პერიოდის განმავლობაში, როსტოვსა და როსტოვის ოლქში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მშობლები და მეურვეები ბავშვებს სასტიკად ექცევიან. გასული წლის ოქტომბერში ისევ შახტაში სამი წლის ბიჭი მამინაცვალმა სასტიკად სცემა და გააუპატიურა. გაუპატიურების ფაქტზე ჟურნალისტებს ექიმებმა უამბეს, რომლებმაც ბავშვს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა, მოწმის არარსებობის (!) გამო მამინაცვალი მხოლოდ ბავშვის ცემისთვის გაასამართლეს. ამ ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ კი იმავე ქალაქში მამინაცვალმა 5 წლის გოგონა სასტიკად სცემა. ექიმებმა რეანიმაციაში მოხვედრილი ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ მან დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგა და უნარშეზღუდულთა ეტლს მიეჯაჭვა... რაც შეეხება გარდაცვლილი სერიოჟას საკითხს, შესაძლოა, მალე მამამისიც დააკავონ და ის პოლიციელებიც ზედ მიაყოლონ, ვისაც უბანში მსგავსი ინციდენტების პრევენცია თუ არა, მათზე რეაგირება მაინც ევალებათ, მაგრამ ამით 15 წლის ჩვილს, რომელმაც მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ტანჯვაში და ალბათ, ძრწოლაშიც გაატარა, ვერაფერს უშველიან... 10723 4-ს მოსწონს
|