პოლიტიკა ქვეყნის მმართველნი,რომლებიც ფსიქიურად დალაგებული ვერ იყვნენ 2014, 22 იანვარი, 10:41 ქვემოთ გაეცნობით სხვადასხვა დროის ქვეყნის მეთაურებს, რომლებსაც ხატოვნად რომ ვთქვათ, თავში ოფოფები ჰყავდათ ანუ მთლად დალაგებულები ვერ იყვნენ.-1-ლუდვიგ II ბავარიელი-მას "ზღაპრის მეფეს" ეძახდნენ, იმიტომ, რომ მანიაკალური გატაცება ჰქონდა, აშენებდა უცნაურ ციხე-სიმაგრეებს, მას სხვა არაფერი აინტერესებდა, იმ დონემდე მივიდა, რომ მთლიანად გააკოტრა ბავარიის ბიუჯეტი, ამის გარდა მეფე გატაცებული იყო ახალგაზრდა, ლამაზი ყმაწვილებით, იგი 127 წლის წინ გიჟად გამოაცხადეს.2-ივანე IV მრისხანე-სისასტიკეს მომავალი მეფე ბავშვობიდანვე მიეჩვია, მას ზრდიდა ბოიარი, რომელიც მცირე დანაშაულზეც კი სასტიკად სჯიდა, აგინებდა და ამცირებდა.შემდეგ გაიზარდა და თვითომ აწამებდა ბავშვებს, ცხოველებს, მოსამსახურეებს და ხალხის მასას.მისი წამების ამაზრზენ მეთოდებს არ ჩამოვთვლით, განსაკუთრებით აპოგეას მიაღწია მმართველობის ბოლო წლებში, ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად დაეცა, ხოლო ხალხი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.-3-მარია I პორტუგალიელი-ეს ქალბატონი რელიგიური მანიით იყო შეპყრობილი, მთლიანად ჩაკეტილი და მელანქოლი, ამ გატაცებამ იგი განდეგილ ფანატად აქცია, შვილის სიკვდილის შემდეგ იგი საერთოდ გაგიჟდა, იგი საბოლოოდ ჩაკეტეს ციხე-სიმაგრეში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა.4-კალიგულა-ზოგიერთი წყაროს მიხედვით მისი სიგიჟეები დაიწყო მას შემდეგ, რაც მან გადაიტანა მძიმე დაავადება-ანცაფელიტი.მისი არაადამიანობა ყოველგვარ საზღვარს სცდებოდა.ინტიმური კავშირი ჰქონდა ნათესავებთან, აწყობდა სისხლიან ორგიებს, აჯიბრებდა ადამიანებს მტაცებელ ცხოველებთან, რომ ისინი შეეჭამათ, სასტიკად ხოცავდა ადამიანებს, ნათესავებსაც კი აიძულებდა, რომ ერთმანეთი მოეკლათ.5-კარლ VI შეყვარებული-საფრანგეთის მეფემ აზროვნება ხანგრძლივი ლოთობის შემდეგ დაკარგა, როდესაც თეთრი ცხელება დაემართა.ერთხელ ლაშქრობისას, გაიგო რა შესაძლო ღალატზე, თავს დაესხა პაჟს, მოკლა რამდენიმე მოსამსახურე და კინაღამ თავის ძმაც ზედ მიაყოლა.ინციდენტის შემდეგ კარლმა თვითონ თქვა უარი ტახტზე, დაუნიშნა პენსია დაღუპულების ოჯახებს.შემდგომი მეფის ცხოვრება ასეთი იყო: არ იბანდა თვეობით, თავზე ესხმოდა ადამიანებს და ჰალუცინაციები ჰქონდა.6-ნერონი-მან 16 წლის ასაკში ჩაიგდო ხელში ხელისუფლება, თავიდან საკმაოდ წყნარად, ნორმალურად მართავდა სახელმწიფოს, 5 წლის შედმეგ კი დაიწყო მისი საშინელი დესპოტიზმი.შემთხვევით მოკლა პირველი ცოლი, მეორე სიკვდილით დასაჯა, ჰკლავდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს, ჰკლავდა ყველას ვინც ხელში მოხვდებოდა, ამასთანავე მან გააგრძელა კალიგულას ტრადიცია-სისხლიანი ორგიები.7-იბრაჰიმ I-სულთნის შეშლილობა ბევრ რამეში გამოხატებოდა, მაგრამ განსაკუთრებით ქალებში.მას ჰქონდა ჰარამხანა, სადაც სულ მსუქანი ქალები იყვნენ...იგი მთელს მსოფლიოში ეძებდა მხოლოდ მსუქან ქალებს.ბოლოს იპოვა ყველაზე მსუქანი-150 კილოიანი ქალი სომხეთში, წამოიყვანა და შემდგომ დამასკოს მმართველად დამიშნა.მოგვიანებით მის ჰარამხანაში მამაკაცი შეიპარა, გაიგო რა ამის შესახებ, განრისხებულმა სულთანმა 280 ქალი, ცოლები და ხარჭები ბოსფორში დაახრჩო. 121 5-ს მოსწონს
|