პაროფიტო ცენტრი ეს საუკეთესო საშუალებაა შეინარჩუნო შენი ჯანმრთელობა, უზრუნველჰყო სილამაზე, აღიდგინო სულიერი და ფიზიკური ძალა, მიაღწიო დღეგრძელობას და დიდი ხნით გაიხანგრძლივო სიცოცხლე.
პაროფიტო ცენტრში ფიტო პროცედურები ტარდება კედრის კასრში.კედრის კასრის მინი საუნის წარმოება დაიწყეს რუსეთში. ეს კასრები კეთდება ხელით 300–400 წლოვანი კედრის ხის მერქნისაგან, რომელშიც დაგროვილია უზარმაზარი "კოსმიური" ენერგია. კედრის კასრის საშუალებით ორგანიზმზე მოქმედებს სამკურნალო მცენარეების ორთქლი. ადამიანი კასრის ორთქლს უფრო მსუბუქად გადაიტანს ვიდრე საუნის პროცედურებს.ეს კი იმით აიხსნება, რომ ორთქლი და ტემპერატურა მოქმედებს მხოლოდ ადამიანის ტანზე, თავი არის კასრის ზევით და იზოლირებულია პირსახოცით. დატვირთვა არ ხდება სასუნთქ სისტემასა და თავის ტვინის სისხლძარღვებზე, რის გამო პროცედურას არ აქცს რაიმე უკუჩვენება. ფიტო–პროცედურის დროს სამკურნალო მცენარეების
ორთქლი იწვევს კანის ზედაპირზე ფორების გახსნას, საოფლე ჯირკვლების და წყალ–მარილოვანი ცვლის გაძლიერებას. ორგანიზმიდან მაქსიმალურად ხდება შლაკების, ტოქსინების და მარილების გამოძევება. უმჯობესდება ყველა ორგანოს მუშაობა, მაქსიმალურად მიეწოდება ჟანგბადი, ეს კი იწვევს იმუნიტეტის გაძლიერებას. რეგულარული ფიტო– პროცედურების მიღება იწვევს:
1. ნერვული და ენდოკრინული სისტემის აღდგენას, დაბლა
წევს სისხლში შაქრის შემცველობას.
2.აღადგენს აუმჯობესებს ყველა ორგანოს მუშაობას,
აძლიერებს კაპილარულ მიმოქცევას.
3. კანი ხდება ნაზი და ბზინვარე.
4. სუნთქვა არის სუფთა და თავისუფალი.
5. ხერხემალი ხდება მოქნილი და ელასტიური.
6.აწესრიგებს ძილს.
7.ხდება ცელულიტების დაშლა, რაც გვეხმარება წონის კორექციაში.
ფიტო–პროცედურები ტარდება ისეთი სამკურნალო ბალახეული მცენარეებით, რომელთაც გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური,
ანტიცელულიტური, ანთებისსაწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.