ისტორია სამხედრო ტექნიკის მუზეუმი 2014, 19 იანვარი, 17:53 სამხედრო ტექნიკის მეზეუმი ჰიუსტონში დაარსდა 1992 წელს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის საკმაოდ საინტერესო ექსპონატები. დღეისათვის მუზეუმში არის 60-მდე სავსებით აღდგენილი სამხედრო ავტომანქანა და სხვა ტექნიკა, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო პარადში.
![]() მუზეუმში არის აგრეთვე სამხედრო ფორმების კოლექცია როგორც აშშ-ის, ასევე სხვა ქვეყნების არმიებისა. 1942 წლის ნიმუშის გერმანული სამხედრო ფორმა. ![]() ამერიკის სამხედრო ფორმის ევოლუციის ოთახი. ევოლუცია წარმოდგენილია მარცხნიდან მარჯვნივ. ![]() აშშ-ის თანამედროვე სამხედრო ფორმა. ![]() ჯიპი М38А1. ეს უკვე მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ვერსიაა, გამოყენებული იყო 1951-1972 წლებში. ![]() სამხედრო ჯიპების კიდევ 3 ვერსია. ისინი გარეგნულად განსხვავდებიან დიზაინით. ეს იმის გამო, რომ მათ სხვადასხვა მწარმოებლები ჰყავდათ, მაგრამ ყველა მათგანი М151-ის მოდიფიკაციებია. ![]() სანიტარული მანქანა Kaizer Jeep M725. ![]() სხვათაშორის, ურაგან "აიკის"' დროს, რომელმაც სერიოზულად დააზიანა ჰიუსტონი და მისი მიმდებარე რაიონები, ამ მანქანებიდან ბევრი გამოყენებული იქნა ადგილობრივი მცხოვრებლების დასახმარებლად. მათი საშუალებით ადამიანებს სასმელ წყალს და საჭმელს ურიგებდნენ. Jeep М715. ![]() ლეგენდარული М998А1-ეგრეთწოდებული ჰამვი. ეს მისი ყველაზე ადრეული ვერსიაა. ![]() М114-ანუ, როგორც მას უწოდებდნენ, ალუმინის ქილა.ტრანსპორტიორის კორპუსი გაკეთებული იყო ალუმინის შენადნობისაგან, რაც ამფიბიას ძალიან მსუბუქს ხდიდა. ![]() М113-ის რამოდენიმე სხვადასხვა მოდიფიკაცია. ![]() ვერტმფრენი Bell UH-1H-აშშ-ის ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვერტმფრენი. ის იყო მთავარი მოქმედი პირი "ვერტმფრენების ომისა" ვიეტნამში. ![]() М35А2- სატვირთო, რომელიც 2, 5 ტონას იწონის. მიუხედავად ხანდაზმულობისა (მას უშვებენ 1951 წლიდან), ის დღესაც გამოიყენება აშშ-ის არმიაში. გარდა სამხედროებისა, ამ სატვირთოს გამოიყენებენ სახანძრო ნაწილებში და აეროპორტებში თვითმფრინავების სათბობით შევსებისათვის. ![]() ეს კი GMC 353 CCKW-ია, 1942 წელში შექმნილი სატვირთო. ის იპოვეს ჭაობში და საკმაოდ ბევრი წელი დასჭირდა მის რესტავრირებას. ![]() ძველისძველი М60-მიუხედავად სიძველისა, მისგან გასროლა დღესაც შესაძლებლია. ![]() თანამდეროვე ტანკი "ABRAAMSE". მისი მუხლუხების ზომას დააკვირდით! ![]() მუზეუმის უკან უამრავი სამხედრო ტექნიკა დგას. მათ ნაწილს რესტავრირებას გაუკეთებენ და მალე სამუზეუმო ექსპონატი გახდება, ხოლო ზოგი მათგანი ნაწილებად გამოდგება სხვა ტექნიკის აღსადგენად. ![]() ამ ცოტა ხნის წინ მუზეუმთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზამ მას ორი ჩამოწერილი ტრანსპორტიორი Oshkosh HET აჩუქა. ეს ბუმბერაზები ჯერჯერობით მუზეუმის ეზოში დგანან, რადგან შიგნით შეყვანა მათი ზომების გამო ვერ მოხერხდა. ![]() ამ გიგანტური ავტომატარებლის მაქსიმალური წონა 90 ტონაა, არც სათბობი სჭირდება ცოტა-დაახლოებით 110-120 ლიტრი 100 კმ-ზე. ![]() მცირე ლირიკული გადახვევა: ფული მუზეუმის დასაარსებლად გამოჰყვეს ადგილობრივმა სამხედროებმა, მაგრამ მუზეუმის თანამშრომლები მხოლოდ საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობენ. ეს მოხალისეები არიან:სამხედრო პენსიონერები, მოზარდები და ახალგაზრდები, რომლებიც სიამოვნებით ეხმარებიან ყოფილ სამხედროებს ძველი ტექნიკის აღდგენაში. თუმცა სამაგიეროდ უფასოდ გაისეირნებენ ტანკით "ან ჰამერით". ![]() 148 10-ს მოსწონს
|