სხვა "გაინტერესებთ არის გვანცა ბაგრატიონი?" 2012, 6 მაისი, 15:20 გვანცა "ბაგრატიონმა" და მისმა მხიარულმა ვიდეოკლიპებმა ქართული ინტერნეთსივრცე მოიარა.
20 წლის გვანცა ნიკოლაევამ ფსევდონიმად ბაგრატიონი ქართველების სიყვარულის გამო აირჩია.რეპერი, სცენარისტი, ყოფილი ფოტომოდელი, მხატვარი და თქვენ წარმოიდგინეთ პოლიტიკოსიც კი, როგორც აღმოჩნდა იუთუბის ვარსკვლავი რესპუბლიკური პარტიის ახალგაძრდული ფრთის წევრია. გვანცას მთავარი გეგმა საქართველოს გარეთ წარმატებული სამხატვრო კარიერის გაკეთება გახლავთ, წასვლამდე კი მუსიკალური კლიპის გადაღებასა და მსმენელისათვის საკუთარი თავის, როგორც რეპერის წარდგენას გეგმავს. იუთუბის ქართველი ვარსკვლავი თურმე შეყვარებულია, მისი რჩეული ქართველი მილიარდელის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა გახლავთ.მან ბერასთან ურთიერთობასა და ნაცნობობაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა საკუთარ გრძნობებზე გულღიად საუბარი არ დაეზარა. მისი ვიდეოების ნახვის შემდეგ ის ხალხში აგრესიას იწვევს, მაგრამ საკმარისია მისი ნახატები ნახოთ და ამ გოგონას სხვა თვალით შეხედავთ.წერს ხატებს, უყვარს საკუთარი ბებიებისა და ბაბუების პორტრეტების ხატვა.ხშირად ხატავს პოლიტიკოსებცაც.თუმცა როგორც თავად ამბობს ხატვაში ფულს მხოლოდ უცხოელები უხდიან, საქართველოში კი უფასო შეკვეთებს ანიჭებენ უპირატესობას. წარმოგიდგენთ მის რამოდენიმე ნამუშევარს 1384 8-ს მოსწონს
|