სხვა საოცარი"დაკიდებული"რესტორანი ჩინეთში. 2014, 17 იანვარი, 13:50 ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში, 12 კმ–ის დაშორებით ქალაქ იჩანი-დან, "სამი მოგზაურის მღვიმის" მახლობლად, მდებარეობს ექსტრაორდინალური რესტორანი.აქ არის "სილინის" ხეობა, რომელიც ულამაზესია, კლდეებით, გამოქვაბულებით და აქვე ჩაედინება მდინარე "ჩან ცზიანი". შესასვლელი ჩვულებრივი აგურის შენობაა რაც უფრო წინ მივიწევთ გზა ვიწროვდება გავივლით წვრილ ბეტონის ხიდს და აღმოვჩნდებით ადგილზე, საიდან ხვდები, რომ რესტორანი დაკიდებულია რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე მიწიდან.ეს არის რესტორანი, რომელიც ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს და გამორჩეულია მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული მდებარეობით.რესტორნის სახელი ცნობილი პოეტის სახელს ატარებს რომელიც სუნის დინასტიის წარმომადგენელი იყო.. ამ ხიდიდან შეუძლიათ სტუმრებს ლამაზი სანახაობით დატკბენ, ხოლო ადრენალინის მოყვარულებისათვის სპეციალურად მოწყობილია ადგილი, საიდანაც შეგიძლიათ პარაშუტით დაეშვათ. 47 3-ს მოსწონს
|