სხვა კაცი ათი წამის განმავლობაში თავით ლურსმანზე იდგა. 2014, 17 იანვარი, 12:43 ადამიანის გონება ისეა მიდრეკილი რეკორდულ მაჩვენებლისკენ, რომ ყოველ დღე ვაწყდებით სიახლეებს, სადაც ისინი თავიანთი ნიჭის დემონსტრირებას სხვადასხვაგვარად ახდენენ. დღევანდელ სტატიაში კი მინდა გამცნოთ ჩინელი კასკადიორის შესახებ, ვინმე "Li Xin"-ი, რომელიც თავით ლურსმანზე ათი წამის განმავლობაში იდგა.
ლი ამ ტრიუკისთვის 20 წელი ემზადებოდა და მხოლოდ 47 წლის ასაკში შეძლო გაჩერებულიყო თავით ლურსმანზე ათი წამის მანძილზე და მოეხდინა ბალანსირება, მიუხედავად იმისა, რომ ლურსმანი ქალაში ერთი სმ-ით ჩაესო. მისი ამბიცია კი გინესის რეკორდსმენობისკენ სწრაფვა იყო. "როდესაც ღვთის წიგნში იწერება ჩვენზე ცხოვრება, ბევრი ჩვენთაგანი მხოლოდ გათენებას და დაღამებას ადევნებს თვალს, არადა უნდა ვეცადოთ, რომ მასში კორექტირება მოვახდინოთ ჩვენი ნიჭით, მთავარია დავინახოთ იგი და მოვინდომოთ"- ამბობს ლი ქსინი. P.S. თუმცაღა ლის თქმის არ იყოს და ვფიქრობ ბევრს ალბათობად არ უღირს 20 წელიწადი. 36 13-ს მოსწონს
|