x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პირველი უფეხო ადამიანი ევერესტზე.

imageახალზელანდიელმა ალპინისტმა "მარკ ინგლისმა" დიდი ხნის ოცნება აისრულა და ევერესტი დაიპყრო. ის პირველი უფეხო ადამიანია, ვინც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ავიდა. მარკმა ორივე ფეხი 1982 წელს ახალ ზელანდიაში, "Mount Cook"- ის (მაუნტ კუკი) მთებში მოყინვის შედეგად დაკარგა.


მაუნტ კუკის მთა ახალი ზელანდიის უმაღლესი წერტილია. სიმაღლე 3754 მ. მდებარეობს (ინგლისი) სამხრეთ კუნძულზე, ქალაქ კრაისტჩერჩიდან სამხრეთ-დასავლეთით. აგებულია კრისტალური ქანებით. მწვერვალი უნაგირის ფორმისაა, ძალზე ციცაბო ფერდობებით. დაფარულია თოვლითა და მყინვარებით. აღმოსავლეთ კალთაზე ეშვება ტასმანის მყინვარი, ხოლო დასავლეთ ფერდობზე — ჰუკერის მყინვარი.

(სწორედ ამ მთებში დაკარგა ორივე ფეხი მარკ ინგლისმა)


Mount Cookimage




როგორც კი პროთეზი მოირგო, მარკი იმ დღიდან ევერესტისimage

დასაპყრობად ემზადებოდა. მწვერვალზე ასვლა 40 დღეს გაგრძელდა. 6 400 მ სიმაღლეზე ცალი პროთეზი დაზიანდა და მარკს მისი შეკეთება დასჭირდა - გამოცდილ სპორტსმენს თან ჰქონდა სათადარიგო ნაწილებიც.


აღსანიშნავია, რომ ინვალიდი სპორტსმენი ევერესტზე ერთი მხრიდან ავიდა და მეორე მხრიდან დაეშვა, რაც მწვერვალის დაპყრობის ისტორიაში სულ მესამე შემთხვევაა. ალპინისტს წარმატება ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.


იხილეთ მარკის ფოტოები ევერესტის დაპყრობის დროს:

image

image

image

image




ესეც მარკი სამოქალაქო ფორმაში:

image

image

3
71
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
71
  
2013, 20 სექტემბერი, 22:39
ბარაქალა ამის ნებისყოფას.
2013, 20 სექტემბერი, 19:26
რა ნებისყოფა ჰქონია?:)
2013, 20 სექტემბერი, 19:01
მაგარი კაცი!!!
0 1 3