x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცი სამი წელი ნიღბავდა ცოლ-შვილის მკვლელობას

image "მამა, მე გამიტაცეს, სამნი არიან, დამწყვდეული ვარ სადღაც აგარაკზე, მაუპატიურებენ ყოველდღე, რამდენიმე საათში ერთხელ, აღარ შემიძლია, სიკვდილი მინდა. ცოტა ხნის წინ, როდესაც მე გამაუპატიურეს, გავიგე დედაჩემის ხმა, ისიც აქვე სადღაც ჰყავთ დამწყვდეული. მათ თქვეს, რომ უნდა გადარიცხოთვანსი 100, 000 რუბლი Yandex-ის ყულაბაში. უფალო, მიშველე, მათ 12 საათი მოგვცეს ვადა .."ესაა ერთ-ერთი წერილი, რომელიც უფროსკლასელმა კატია სილინამ გამოაგზავნა ელ-ფოსტაზე 2011 წლის თებერვალში.მანამდე უკვე მას ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ მთელს მოსკოვში. ამ წერილით შეძრწუნებული ნებისმიერი მამა ან ფულს გადაიხდიდა, ან პოლიციას მიმართავდა, 55 წლის სტეფან გონჩარიკმა მეორე გზა არჩია.თუმცა......3 წლიანი გამოძიების შემდეგ გამოაშკარავდა ამ დანაშაულის საშინელი საიდუმლო.image 2010 წლის ივნისში დაიკარგა 46 წლის ევგენია სილინა, ქალი საპარიკმახეროში უნდა წასულიყო, თუმცა ამის შემდეგ იგი აღარავის უნახავს.ქალიშვილმა კატიამ დაიწყო დედის ძებნა, აკრავდა მთელს მოსკოვში ფლაერებზე სურათებს, მაგრამ უშედეგოდ.2011 წლის იანვარში დაიკარგა კატიაც.მალე მამას, სტეფან გონჩარიკს მოუვიდა ელექტრონულ ფოსტაზე კატიას წერილი, "მამა, დედა მელოდება, სასწრაფო საქმეა, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, პიტერში და შემდეგ საზღვარგარეთ, ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ მამიკო...დედა ერთ-ერთი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პიროვნებაა".....თუმცა გამოძიება რაც უფრო ღრმად შედიოდა, უფრო იკვეთებოდა ეჭვები მას შემდეგ, როდესაც გამოძიებამ სტეფან გონჩარიკის ბიოგრაფია შეისწავლა. 80-იან წლებში სტეფან გონჩარიკმა ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა, იყო მინსკის საქალაქო კომიტეტის კომკავშირის განყოფილების უფროსი, წარმოსადეგი, სიმპატიური მამაკაცი იყო, ქალებს მოსწონდათ, პირველად სტიუარტ ქალზე-სვეტლანა მინკოვაზე დაქორწინდა, მალე ქალი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა, აბაზანაში ჩართული ფენი ჩაუვარდა, ჩათვალეს უბედურ შემთხვევად და სტეფანს პირობითი სასჯელი მისცეს...1996 წელს იგი მეორედ დაქორწინდა და მისი მეორე ცოლიც უკვალოდ გაქრა..მალე გონჩარიკი დაიჭირეს, თუმცა სულ სხვა საქმეზე, მას აღმოუჩინეს პისტოლეტი, რომლითაც ბელორუსი ბიზნესმენი იყო მოკლული, ორი წელი ციხე მისცეს, თუმცა მალე ამინისტია შეეხო, 2000 წელს გონჩარიკი კიდევ ერთხელ დააკავეს თაღლითობისთვის, მან 200 მოქალაქე "გადააგდო" ვითომ შვეციაში სეზონურ სამუშაოსთვის.6 წელი ციხე მისცეს. 2005 წლის შემოდგომაზე იგი განთავისუფლდა. გონჩარიკი ევეგნია სილინას ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან იცნობდა, მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით იპოვეს.ენგენიას მამა ავიაციის გენერალი იყო, მოსკოვში დარჩა მემკვიდრეობით 3 ოთახიანი ბინა, 1994 წელს შეეძინა გოგონა კატია(მამა უცნობია).სტეფანი ჩავიდა 2009 წელს მოსკოვში, წყვილი დაქორწინდა.....imageგამოძიება გრძელდებოდა, ბოლო ერთ წელიწადში გამოიცვალა 6 გამომძიებელი.შესწავლილი იქნა უამრავი გარემოება.გამოძიებამ დაადგინა, რომ დედის და შვილის დაკარგვის დღეს გონჩარიკი ერთი და იგივე ადგილიდან რეკავდა, სოფელ სტეფანოვსკოეს ტყის მასივიდან.გამოძიებამ დაიხმარია 300 ჯარისკაცი, 10 კვ. კილომეტრი იქნა დაწვრილებით გაჩხრეკილი და აი შედეგიც..პირველი კატიას გვამი იპოვეს, პოლიეთილენის პარკში გახვეული, საგანგებოდ გათხრილ ორმოში, მიყრილი ჰქონდა ხის ნაჭრები, ხოლო ცოტა ხანში დედის გვამიც იპოვეს იქვე 10 მეტრში.....ორმაგი მკველობის გამო სტეფან გონჩარიკს სამუდამო პატიმრობა ელის.

2
2403
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2403
  
2014, 16 იანვარი, 15:57
მანიაკი
2014, 16 იანვარი, 11:00
წამებით უნდა მოკლა ეგ პირუტყვი:((((
0 1 2