სხვა მკურნალობის ყველაზე უცნაური მეთოდები მსოფლიოში 2014, 15 იანვარი, 15:36 ათასობით წლის განმავლობაში ადამიანი მუდმივად ძიებაშია. ის ცდილობს იპოვოს მკურნალობის ეფექტური მეთოდი კონკრეტული დაავადების დასამარცხებლად. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დასავლური მედიცინა წარმოადგენს მოწესრიგებულ სისტემას, მაინც გამოიყენება ბევრი სხვა საშუალება, დაწყებული სისხლისღვრიდან, დამთავრებული კოორდინირებული სიცილით.
ორსული ქალი იღებს მონაწილეობას პერუში დელფინოთერაპიის სესიაში. მაღალი სიხშირის ბგერები, რომლებსაც გადასცემენ დელფინები, ასტიმულირებენ ნაყოფის ტვინს, რითაც იზრდება ნეირონთა განვითარების დონე. სამედიცინო ტალახი. მინერალებით მდიდარი ტალახი-"ლაგუნას სასწაულებიდან" პერუში-ამბობდნენ, რომ კურნავს ნებისმიერ დაავადებას, დაწყებული აკნეთი და დამთავრებული რევმატიზმით. ხმამაღალი სიცილი. სიცილის თერაპია, ასევე ცნობილია როგორც "სიცილის იოგა" ითვლება, რომ ის ამცირებს სტრესს და ზრდის ენერგიას.ამ მეთოდით მკურნალობა განსაკუთრებით პოპულარულია ინდოეთში, სადაც მას ჩაუყარა საფუძველი ექიმმა მუმბაიდან მადან კატარიამ 1995 წელს. კლინიკა, რომელიც მდებარეობს საჰარას უდაბნოში ეგვიპტეში, გვთავაზობს რევმატიზმის მკურნალობის ტრადიციულ მეთოდს: ქვიშაში მთელი სხეულით ჩაფრობას. მუსულმანური მკურნალობა ქილებით. პაციენტი ფოტოზე გადის ტრადიციულ მკურნალობას «hijama»-ს, რომელიც მიზნად ისახავს განკურნოს ის თავის ტკივილებისგან. ასეთი სახით ხდება "დამპალი" სისხლის განდევნა ორგანიზმიდან. 150 1-ს მოსწონს
|