სხვა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისთვის მავნე 48 ტონა ირანული წარმოშობის მარილი აღმოაჩინა 2014, 15 იანვარი, 13:22 საქართველოში, რომ ბევრი ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტი შემოდის, ამაში ყველა დავრწმუნდით. ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ირანული წარმოშობის კომპანიის მოქმედება. მათ შემოჰქონდათ საქართველოში მარილი, რომელიც დიდი რაოდენობით ტყვიას, ვერცხლისწყალს და დარიშხანს შეიცავდა. ვაგზლის მოედანზე, ერთ-ერთ მაღაზიაში, კომპანია "სოლტ ლაინ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა ფარულად გადაიღეს, თუ როგორ აფასოებდნენ და გასაყიდად ამზადებდნენ მარილს. მარილის იმპორტიორთა ნაწილი და მომხმარებელთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ საქართველოს სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში დღესაც დიდი რაოდენობით იყიდება ასეთი მარილი, ამიტომ მონიტორინგის გაგრძელება აუცილებელია. 106 6-ს მოსწონს
|