ტექნიკური მობილური ტელეფონი მიკროსკოპიული ქარის ტურბინით დაიტენება 2014, 14 იანვარი, 17:35 თუ ტეხასის უნივერსიტეტის ინჟინრებს არლინგტონიდან კომერციული მხარდაჭერა ექნებათ, ამის შემდეგ აღარ დაგვჭირდება სახლში თუ გარეთ აგორგოლავებული კაბელები და დამტენები და იმაზე ნერვიულობა, რომ ჩვენს სმარტფონსა თუ ტელეფონს აკუმლიატორი უჯდება.სწავლულებმა შეიმუშავეს მიკროსკოპიული ქარის ტურბინა, რომელსაც შეუძლია მობილური დატენოს ქარიან ამინდში ან უბრალოდ მიიტანოთ ვენტილიატორთან.მინი-ტურბინები დამზადებულია გამძლე, მაგრამ მოქნილი ნიკელის შენადნობისგან და იმისთანა პატარაა, რომ ბრინჯის მარცვალზე ათი ამისთანა ტურბინა დაეტევა.პროექტის ავტორები მიკრო-ტურბინის მობილური ტელეფონის კორპუსზე დაამაგრებენ ან სპეციალურ დამცავ საფარზე, რომელიც შესაძლებელი იქნება ვენტილიატორის წინ დაიდოს."ჩვენი ნიკელის ტურბინები იმდენად მოქნილია, რომ არ გატყდება ძლიერი ქარის დროსაც კი-აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ჯეი სი ჩაო(J.C. Chiao) -ესაა ის მთავარი უპირატესობა რაც სხვა მიკროელემენტური მექანიკური მოწყობილობისაგან განასხვავებს მას, როგორც წესი, ისინი იქმნება ადვილად მსხვრევადი სილიციუმის ოქსიდის შენადნობისგან.წარმოდგინეთ უბრალოდ თქვენი ტელეფონი გაიქნიეთ ჰაერში და დაიტენება".თითოეული ტურბინაზე დამაგრებულია სამფრთიანი როტორი, რომლის სიგრძე 1, 8 მილიმეტრია, ხოლო სისქე 100 მიკრომეტრია.მაგალითად iPhone 4-ის დატენვისთვის საჭირო იქნება 2040 ტურბინა, რომელიც თავისუფლად განთავსდება სმარტფონის კორპუსზე.ექსკლუზიური იდეის, დამზადების და გაყიდვის უფლება ტაივანურ კომპანია WinMEMS Technologies ეკუთვნის, ამასთანავე ინჟინრები მიკრო- ტურბინების გამოყენებას სხვა სფეროშიდაც აპირებენ, რაზეც აქტიურად მუშაობენ(მაგალითად სამედიცინო).ჯერჯერობით კომპანიას ამ არაჩვეულებრივი მოწყობილობის გაყიდვის თარიღი არ დაუსახელებია. ტურბინის ზომა მონეტასთან შედარებით. 36 7-ს მოსწონს
|