კინო ვარსკვლავთცვენა ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე, შემოჭრილი წყალდიდობა და ზემოთ აწეული კაბები(+ ულამაზესი ფოტოები) 2014, 13 იანვარი, 13:48 ბევერლი ჰილტონის წითელი ხალიჩა ოქროს გლობუსის 71-ე დაჯილდოვებაზე ბრწყინვალე ვარსკვლავებით გაივსო. რიზ უიზერსპუნი, ტეილორ სვიფტი, ემი ადამსი და ემბერ ჰერდი - არასრული ჩამონათვალია მათი, ვინც შეძლო წითელი ხალიჩა თავიანთი კაბებით ცისარტყელას ფერებში აეელვარებინა კვირას, ღამით. ცერემონიას ერთი უსიამოვნებაც ახლდა თან ეს იყო წითელ ხალიჩაზე შემოჭრილი წყალი, რომელიც გუბეებად იდგა და ვარსკვლავები იძულებულნი იყვნენ ვალენტინოს, კევინ კლაინის და სხვათა უძვირფასესი კაბები ზემოთ აეწიათ, რომ არ ამოწუწოდათ. საბედნიეროდ, ბევერლი ჰილზის ადმინისტრაციის ძალისხმევით გუბეების ამოშრობა 15 წუთში მოხერხდა და ცერემონიის ჩატარებას ხელი აღარ შეშლია. წითელი ფერის ორი ტონი - ემი ადამსი. რიზ უეზერსპუნი კევინ კლაინის უმკლავებო ცისფერ კაბაში, რომელიც მის მშვენიერ სხეულს წარმოაჩენს. ემბერ ჰერდი ვერსაჩეს მუქ ლურჯ კაბაში; ჯენიფერ ლოურენსი დიორის თვალისმომჭრელ თეთრ, შავი ქამრებით გაწყობილ კაბაში; ტეილორ სვიფტი თავისი წითელი, კაროლინა ერერას კაბით ყურადღების ცენტრში მოექცა; ვარდისფერ, შავ და ცისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი სანდრა ბალოკის კაბა; ჯულია რობერთსი შავ-თეთრ დოლჩე გაბანას კაბაში მბრწყინავი ქამრით; ემი უოტსონი არმანის კაბაში; მილა კუნისი გუჩის ვერცხლისფერ კაბაში; მეთიუ მაკკონახი და მისი მეუღლე კამილა ალვესი; ორსული ოლივია ვაილდი გუჩის ზურმუხტისფერ კაბაში; ორსული დრიუ ბერიმორი ცდილობდა მუცეზე ხელის დადებით შეეჩერებინა ბავშვის ანცობა; ჩენინგ ტატუმი და მისი ცოლი ჯენა დევან-ტატუმი; ჯესი ტეილორ ფერგიუსონი სასაცილოდ გამოიყურებოდა ჰაერში ამხტარი, მშვენიერ ვარდისფერკაბიანი ზუი დეშანელის წინ; თინა ფეი და ემი პოლერი; ჰაიდი კლუმი შავ, თეთრი ვარდებით მოჩითულ კაბაში; სოფია ვერგარა ზაკ პოსენის კაბაში; მელისა რაუხი ყვითელ კაბაში; ემილია კლარკი ვერცხლისფერში; 245 6-ს მოსწონს
|