x
image
პერსეპოლისი
ვარჯიშები ნაოჭების გასასწორებლად.

image
დღესდღეობით საქართველოში უამრავი საშუალებაა იმისთვის, რომ
მიმართოთ კოსმეტოლოგს და ჩაიტაროთ ნაოჭების გასწორების პროცედურები. ამაში ახალი ტექნოლოგიებიც გვეხმარება, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. თუმცა, რატომ უნდა გადავყაროთ უამრავი ფული იმაში, რაც უბრალო, მარტივი ვარჯიშებითაც შეიძლება გამოვასწოროთ და სასურველი
შედეგი მივიღოთ. ამისთვის დღეში საჭიროა 10-15 წუთი დავუთმოთ საკუთარ თავს.

შუბლის არეში ნაოჭების საწინააღმდეგოდ: შუბლის ნაოჭები
„ჯიუტთა რიცხვს“ მიეკუთვნება.მაგრამ შეიძლება მათთანაც ბრძოლა.დაიდეთ ხელის გული შუბლზე, მაგრად
დააწექით, ერთდროულად ეცადეთ შუბლზე შეკრათ ნაოჭები(წარბების აწევით) და უცებ გაუშვათ.ხელის
გული კი ისევ მაგრად გეჭიროთ. ასე გააგრძელეთ 10-20-ჯერ.

ტუჩების ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ: შეკარით ტუჩები
ისე, როგორც კოცნის დროს და წრიულად ამოძრავეთ მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ და ქვემოთ. გაიმეორეთ
ეს მოძრაობა 2-3 წუთის განმავლობაში.


თვალის ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ: ჯერ ამოძრავეთ
თვალები წრიულად ორივე მხარეს 10-20-ჯერ. შემდეგ მოჭუტეთ 40-ჯერ.ბოლოს ისევ თვალების
წრიული მოძრაობა ზემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-4 წუთის განმავლობაში.

ცხვირის კუთხეებთან ნაოჭების საწინააღმდეგოდ: ჩაისუნთქეთ
ღრმად, ამოსუნთქული ჰაერით გაბერეთ ორივე ლოყა და ჰაერი გამოუშვით ნელ-ნელა ისე, რომ
თითქოს სათამაშო გასაბერ ბუშტს ბერავდეთ.ასეთი იმიტაცია გაიმეორეთ 4-5-ჯერ.



2
552
9-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
552
  
2014, 22 იანვარი, 13:52
დავპრაწე ტუჩები ))))
0 1 2