ცომეული გემრიელი"Baursaks"(ბაურსაკი)– ჩვენი პატარებისთვის (მაშას რეცეპტებიდან) 2014, 12 იანვარი, 16:08
ეს ტკბილეული, რომელიც ძალიან უყვართ ჩემს ოჯახში, თითქოს "პიშკებს"მოგვაგონებს გემოთი, ოგონდ ფორმა აქვს განსხვავებული და მარტივი გასაკეთებელია ძალიან.არ ჭირდება ბევრი ინგრედიენტებიც.გაგიზიარებთ ჩემს რეცეპტს.ამისთვის კი დაგვჭირდება შემდეგი
ინგრედიენტები: *1ს.კ–რძე *2ს.კ–არაჟანი *1ჩ.კ–კარაქი *2ს.კ–ზეთი *2ს.კ–შაქარი *1ჩ.კ–მარილი *1ს.კ–საფუარი *პ/ფქვილი–რამდენიც დაჭირდება მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ჭიქის მესამედზე ჩავასხად თბილი წყალი, დავამატოთ ცოტა შაქარი და საფუარი, ავურიოთ კარგად და დავდგათ ცოტახანს ამოსასვლელად.ყველა ინგრტედიენტი მოვათავსოთ ჯამზე, დავამატოთ ამოფუებული საფუარიც და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.დავახუროთ და დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად.შემდეგ გადავზილოთ.ასე მოვიქცეთ 3ჯერ.დაახლოებით 2საათი უნდა გვედგას ცომი ამოსასვლელად.მიღებული ცომი გავაბრტყელოთ 1, 5სმ სისქის ზომაზე და დავჭრათ პატარა კვადრატიკებად და გამოჭრილი კვადრატები დავაწყოთ ტილოზე.ასე გავაჩეროთ კიდევ 20 წუთი.შემდეგ შევწვათ ადუღებულ ზეთში.ამოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლდეს.შემდეგ კი... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა 1377 6-ს მოსწონს
|