x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შეშლილი სახლი.

imageარქიტექტორ "Dang Viet Nga"-ს მიერ შექმნილი სახლი, რომელსაც მოსახლეობა "შეშლილ სახლს" უწოდებს, მდებარეობს ვიეტნამში. დალატში მდებარე Hang Nga Cuesthouse დიზაინერების ჩანაფიქრით, აბლაბუდით დაფარული და გვირაბებით დაქსელილი გიგანტური ხის ფორმის ზღაპრის სახლი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ცხოველები და მწერები აფარებენ თავს. ავტორი იმასაც კი ირწმუნებოდა რომ მის შემოქმედებაზე წარუშლელი გავლენა ესპანელი ხუროთმოძღვრის ანტონიო გაუდის ქმნილებებმა მოახდინეს. განზრახვის განსახორციელებლად ვიეტნამელმა არქიტექტორმა უარი თქვა წინასწარ მომზადებულ პროექტზე, დაიქირავა არაპროფესიონალი მშენებლები და მათ და თავის ფანტაზიას მიენდო. საზოგადოების „მადლიერებამაც“ არ დააყოვნა და მის „შედევრს“ სულ მალე საგიჟეთი შეარქვეს. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქაოსისდა მიუხედავად, სასტუმროს პროექტში გარკვეული იდეური კავშირი მაინც იგრძნობა - ათი თემატური ნომერი ცხოველების - ვეფხვის, ჭიანველის, კენგურუს და სხვათა სახელებს ატარებს.


დღეს ეს სასტუმრო გადასულია კერძო საკუთრებაში, თუმცა დაინტერესებულ პირთა ნაკადი მაინც არ წყდება და მათ მცირედი ხარჯები უჯდებათ მისი დათვალიერება.


გთავაზობთ "შეშლილი სახლის" უამრავ ფოტოს და დარწმუნებული ვარ თქვენს აღფრთოვანებასაც გამოიწვევს.



imageimageimageimageimageimageimage
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image


2
51
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
51
  
2014, 10 იანვარი, 20:46
ეგეთი სახლი რომ მაჩუქონ არც მინდა :D
2014, 10 იანვარი, 20:29
წავედი ახლა სუპრასტინი უნდა დავლიო ტორემ სულ დამბურძგლა , :)))))) ვგრძნობ რომ ალერგიას მაძლევს... რა საშინელი არქიტექტურაა?!
0 1 2