x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური შენობა
დამეთანხმებით იმაში, რომ ადამიანის გონებას ფანტაზიის ფართო უნარი გააჩნია. დღითიდღე კი თავისი უნიკალური იდეებით აღფრთოვანებას იწვევს ჩვენში არქიტექტორთა ნაშრომები. როგორც ჩანს, ჩვეული პარამეტრებით აგებული შენობებით ვერ დაკმაყოფილდნენ და შექმნეს ძალზედ უცნაური არქიტექტურული პროექტები.


image


მინდა შემოგთავაზოთ "მსოფლიოს 10 ყველაზე უნიკალური შენობა".

1). Voglreiter Auto Residence, Germany. (ავტო რეზიდენცია გერმანიაში)


გერმანული მანქანის ფორმის სახლი, რომელიც დააპროექტა არქიტექტორმა Voglreiter-მა. მისი ნახვა შეგიძლიათ ზალცბურგთან ახლოს (ავსტრია), Gnigl-ის ბუნებრივი ნაკრძალის საზღვართან. ამ სახლის პირველ მფლობელს სურდა მისი გარემონტება და მოწყობა საკუთარი გემოვნების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სახლი საკმაოდ კომფორტულია იმ თვალსაზრისით, რომ მას გააჩნია ელექტრო ენერგია და გათბობა, იზოლირებულია ენერგოდაზოგვის ტექნოლოგიების გამოყენებით.


image



2). Houses Spiral – Ramat Gan, Israel. (სახლი სპირალი ისრაელში)

სპირალის ფორმის სახლი, რომელიც ერთი შეხედვით გამოიყურება, როგორც წყლის სლაიდები "აკვაპარკში". არქიტექტორი გახლავთ ვინმე Zvi Hecker-ი. მშენებლობა დაიწყეს 1984 წელს და დაასრულეს 1990 წელს. სახლი დამზადებულია ბეტონის სპირალებისგან, ვარდისფერი მინისაგან და გოფრირებული თუნუქით.

image



3). Houses Basket, Newark, USA. (სახლი კალათა, ნიუიორკი, ა.შ.შ.)

კალათის ფორმის შენობა, რომელიც არის სამშენებლო კომპანიის Longaberger-ის ოფისი. მისმა მშენებლობამ ორ წელიწადს გასტანა: დაიწყეს 1995 წლის ოქტომბერში და დასრულდა 1997 წლის დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო რეჟიმში კი 9 დეკემბრიდანვე ჩადგა.

image




4). Stone house in Guimaraes, Portugal. (სახლი ქვა, პორტუგალია)

ვისაც უყვარს მულტფილმი, ზღაპრული სამყარო და ა.შ. სწორედ ეს ხედი იშლება პორტუგალიაში ქვის სახლის დანახვისას, უბრალოდ არ შეიძლება არ დაგიტოვოთ ოცნება, თუნდაც სულ ცოტახნით ამ სახლში მოხვედრისა, რომელიც გვევლინება ყველა ბუნებრივი კომპონენტის ნაზავის სახით.
image




5). Bubbles house in Cannes, France. (ბურთულაკებიანი სახლი, საფრანგეთი)

Antti Lovag Bubbles- ის არქიტექტურა, რომელიც დაფუძნდა 1975 წელს საფრანგეთის ერთ-ერთი ბიზნესმენ პიერ ბერნარისთვის. 1989 წელს კი ეს სახლი იყიდა ყველასთვის კარგათ ნაცნობმა დიზაინერმა Pierre Cardin-მა. სახლის ფართობია 1200 კვადრატული მეტრი, რომელიც შედგება ათი უზარმაზარი კრებულისგან და ყველა შემკულია სხვადასხვა მხატვრის შემოქმედებებით.

image



6). The Crooked House in Sopot, Poland. (დაღრეცილი სახლი, პოლონეთი)

ანიმაციური შენობა "დაღრეცილი სახლი", რომელიც აშენდა 2004 წელს და მალე ყველაზე ფოტოფირებული შენობა გახდა მთელს პოლონეთში, არქიტექტორმა შენობა დააპროექტა პოლონელი საბავშვო წიგნების მხატვრისა და ილუსტრატორის- Marcin Szancer-ის ნაშრომის მიხედვით.

image



7). Tunnel Houses, Houston, Texas, USA. (სახლი გვირაბი, ამერიკა, ტეხასის შტატი)

ეს სახლი ბნელ ხვრელს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე გვირაბს. მისი დამფუძნებლები არიან მხატვრები: Dan Havel-ი და Dean Ruck-ი.

image



8). Houses Thin, Brazil. (გამხდარი სახლი, ბრაზილია)

განსხვავებული და უნიკალური სახლი, "სიგიჟის" იდეით შეპყრობილი არქიტექტორის ნაშრომი, რომელიც აიძულა ასეთი პროექტის მოფიქრება საკუთარმა ცხოვრებამ და სიდუხჭირემ. ფინანსური პრობლემების გამო ყოფილა ძალიან გამხდარი, სწორედ მისი ფიზიონომია გახდა ამის შთაგონების წყარო. სახლი ეკუთვნის: Helenita Queiroz Grave Minho in Madre de Deus-ს. ერთი მეტრი საგინის და ათი მეტრი სიმაღლის სახლი, სადაც ჰელენიტა ცხოვრობს ქმართან, სამ შვილთან, დედა და დასთან ერთად. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მან შეძლო იქ ავეჯის განლაგება.

image




9). The house upside Syzmbark, Poland. (სახლი თავდაყირა, პოლონეთი)

დიზაინერ Daniel Czapiewski-ის მიერ შექმნილი სახლი, რომელიც ხასიათდება მეტად უცნაურობებით. მშენებლობის 114 დღეს გააჩნია ღრმა ფილოსოფია, ვინაიდან მუშებმა ამ დღეების განმავლობაში თავი იგრძვნეს მეტად ცუდათ და ამ სახლის დამთვალიერებლებიც ტკივილის იგივე ჩივილებით ხასიათდებიან, როგორიც მუშებს ახასიათებდათ. თითქოს რაღაც საერთო აქვს ამ ყველაფერს ოკულტურთან, მაგრამ დღემდე მტკიცებულება მიზეზისა ამ ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს.
imageimageimage




10). Hang Nga House Dalat, Vietnam. (შეშლილი სახლი, ვიეტნამი)

არქიტექტორ Dang Viet Nga-ს მიერ შექმნილი სახლი, რომელსაც მოსახლეობა "შეშლილ სახლს" უწოდებს. სახლი აღჭურვილია ბეტონის კიბეებით, შემოფარგლულია ულამაზესი დერეფნული სისტემით, არის ლამაზი გამოსახულებები, მაგ: როგორ მიირთმევს ჩაის ჟირაფი, ასევე თევზები, რომელთაც ცისკენ აქვთ აღმართული თავები და ა.შ.
დღეს კი ეს სახლი გადასულია კერძო საკუთრებაში, თუმცა დამთვალიერებელთა ნაკადი მაინც არ წყდება და მათ მცირედი ხარჯები უჯდებათ ეს სიამოვნება.
imageimageimageimageimageimageimageimage



P.S. ისე ცნობისათვის, სტატია ჩემია. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის დროს კი ტექნიკურმა სამუშაოებმა დაბლოკა სტატიასთან არსებული ყველა ფოტო, ვინაიდან და რადგანაც ვერ გამოასწორეს ხარვეზი, რაზეც ადრე 2-ჯერ განვაცხადე, გადავწყვიტე სტატიის ხელახლა ატვირთვა და აქამდე ვინ, როდის და რა საიტზე წაიღო ჩემი სტატია, რაც ხშირად ახასიათებთ, ნაკლებად მადარდებს. ესეც ფოტო-ფაქტი, რომ სტატია ნამდვილად ჩემია.

image

4
3818
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3818
  
2016, 23 ივლისი, 7:52
ბურთულაკებიან სახლში ვიცხოვრებდი :) სტატია თავისთავად, მაგარია!!!
2016, 22 ივლისი, 10:08
დიდი მადლობა ორივეს ;)
2016, 22 ივლისი, 10:04
მომეწონა ყველა სახლი! საინტერესოა!
2016, 22 ივლისი, 10:01
ხოდა ძალიან კარგი და საინტერრსოა ჩემო კარგო!
0 1 4