x
image
K.P.
ყველაზე ამაზრზენი კერძები მსოფლიოში (+ფოტოები)
imageგემოვნებაზე არ დაობენ... მოგზაურები კი ხშირად ცდილობენ ადგილობრივი კერძები დააგემოვნონ და ამათუიმ ქვეყნის კულინარიაზე წარმოდგენა შეიქმნან. კერძი, რომელიც ზოგგან დელიკატესია, ხშირად მოგზაურებისთვის უბრალოდ გულისამრევია. ობობები, ტარაკნები, ვირთხები ზოგიერთ ქვეყანაში გემრიელობად მიიჩნევა და როგორც საპატიო სტუმარს შესაძლოა გრილზე შემწვარიც კი მოგართვან.

ამ სტატიაში კი გთავაზობთ მსოფლიოში გავრცელებულ ამაზრზენ ნაციონალურ კერძებს. image

კამბოჯაში შემწვარი ჭიანჭველები საუცხოო დელიკატესად და გემრიელობად ითვლება.

image


ბაყაყს მსოფლიოს ბევრ წერტილში სიამოვნებით მიირთმევენ. (მაგალითად ტაილანდში და საფრანგეთში ბაყაყი საკმაოდ ძვირადღირებული დელიკატესია.)

image

ლოკოკინა-ფრანგული დელიკატესი გახლავთ.

image

ავსტრალიელი აბორიგენები დელიკატესად მიირთმევენ ხის ჭიას.

image

პერუში გრილზე შემწვარი ვირთხა დელიკატესია, რომლითაც საპატო სტუმრებს უმასპინძლდებიან.

image

სუფრასთან შესაძლოა თეფშზე ტვინსაც მოჰკრათ თვალი, რომელიც ბევრგანაა დელიკატესი, მათ შორის გერმანიაშიც.

image

ტაილანდში სიამოვნებით მიირთმევენ შემწვარ ტარაკნებს.

image

ფილიპინებში სუფრასთან შესაძლოა კვერცხი მოგართვან, რომელშიც იხვის ან ქათმის ემბრიონს წააწყდებით.

image
ერთი შეხედვით ეს მუქი ფერის ძეხვი, ღორის სისხლისა და ქონისაგან მზადდება.


ასე, რომ სანამ მოგზაურობას გადაწყვეტთ იმაზეც იფიქრეთ რას მიირთმევთ თქვენს მიერ არჩეულ ქვეყანაში...

2
777
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
777
  
2014, 9 იანვარი, 1:47
ლოკოკინას მეგონა ვერსდრსო შევჭამდი მაგრამ სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე იტალიაშიი,სადაც წახვალ იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხუროო ტყუილად არ რის ნათქვამი,თანაც ნამდვილად გემრიელია
2014, 7 იანვარი, 9:32
ლოკოკინა კარგია.
0 1 2