ფეხბურთი გარდაიცვალა ლეგენდარული ეუსებიო 2014, 5 იანვარი, 15:16 წუხელ ღამით 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო.(სრული სახელი- ეუსებიუ და სილვა ფერეირა), იუწყება A Bola.ფეხბურთელს გულზე ჰქონდა პრობლემები.ის ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.მას მეტსახელი "შავი ავაზა" შეარქვეს, მოიპოვა ჩემპიონთა თასი 1961/62წელს "ბენფიკას" შემადგენლობაში, 11-ჯერ იყო პორტუგალიის ჩემპიონი, 5-ჯერ ნაციონალური თასის მფლობელი, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი- 1965წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბამდირი 1966წ. და ამავე ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, მექსიკის ჩემპიონი და სამხრეთ ამერიკის ლიგის ჩემპიონი 1976წ. და კიდევ უამრავი ტიტულების მფლობელი.შესულია FIFA-ს ყველა დროის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში.მას სიცოცხლეშივე დადგეს ძეგლი "ბენფიკას" სტადიონთან ლისაბონში. 34 4-ს მოსწონს
|