x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
3.
imageყოველღე, ყოველ წუთს, როცა ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვიხედები, ვხედავ ერთ სურათს, რომელშიც აცრემლებული ბავშვი დგას. დგას და მორჩა, სხვა არაფერი, არანაირი ფერი შავისა და თეთრის გარდა, ოღონდ ეს თეთრიც ნელ-ნელა ქრება და შავდება... არ ვიცი რატომ აღვიქვამ ამ ხედს უიმედობად, მაგრამ მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება, ყოველდღე მეტ ცრელმლს ვხედავ. ერთხელ ვცადე მასთან მისვლა, გამოლაპარაკება, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ის იდგა და იმავეს აკეთებდა. ერთხელ თქვა სიტვა-"ოცნება". ამ სიშავემ კი ისე გააქრო სიტყვის ძალა, რომ ძლივს გავიგონე!-მერე ვფიქრობდი რაზე იოცნებებს ეს ბავშვი მეთქი, მაგრამ ისეთი ვერაფერი მოვიფიქრე, რასაც პასუხის გაცემა შეეძლო ჩემს კითხვაზე. სამაგიეროდ მივხვდი, რომ ყოველი წუთი, რომლის დროსაც რაღაც გიჟური იდეა მოგდის თავში, უნდა გააკეთო, რადგან ის წამი, ის შეგრძნება აღარასდროს დაბრუნდება. მე კი მეშინია არ დავკარგო ამ ბავშვის გამოსახულება, რადგან უკვე დრო ეწურება მასაც და მის ოცნებებსაც.

*********

image

ისევ გაისმის იმ ქუჩიდან ნერვებმოშლილი კაცის ხმა, რომელსაც სამსახურში მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და აგვიანდება. ყოველდღეს ასეა! ყოველ დილით მაღვიძებს უკმაყოფილების ჰანგები, რომელიც იმ ქუჩიდან მოდის. ერთხელ ვცადე თვალი შემევლო იმ კაცისთვის, მაგრამ ვერ შევძელი, მეორედაც ვცადე, მაგრამ...


ერთ დღესაც უკმაყოფილების ჰანგებს მიჩვეული დილა შეიცვალა; დააწინაურეს რის გამოც სამსახურში აღარ ეჩქარებოდა, აღარ ყვიროდა და ვხედავდი, რომ ყველაფრის უეცარმა შეცვლამ, ამ კაცის ცხოვრებაც შეცვალა, უკვე მასში ყველა ფულის ყულაბას ხედავდა და ერთი სული ქონდათ როდის გატეხდნენ. გატყდა, სიამაყემ და სტატუსმა გატეხა და ისევ ჩამოქვეითდა ჩვეულებრივობამდე, ისევ ისეთი დილა დაბრუნდა და მწყობრში ჩააყენა ყველაფერი. ახლა კკი ისევ გაისმის იმ ქუჩიდან ნერვებ მოშლილი კაცის ხმა, რომელსაც სამსახურში აგვიანდება.

********


image

სკოლაში ვარ, აქ იმდენი ადამიანია, რომ დაიკარგო შენ თავს ვერ იპოვი, ამიტომ მუდამ ვფხიზლობ, მუდამ ვიყურები კედლებს იქით წარმოსახვითი თვალით. აქ ყოველდღე ერთი და იმავე მეორდება, შემოდის მასწავლებელი, შემოაქვს ჟურნალი და ჯდება; ოღონდ დროებით. ისევ შენ უნდა ეცადო დაინახო რაღაც ახალი და საინტერესო, თორემ დაიღლები და შეგატყობენ, რომ ყურადღება მოადუნე. შემდეგ გაიქცევიან და გადაურეკავენ შენს ახლობლებს, რომელთაც ელდა ეცემათ იმის გაგონებაზე, რომ მათი შვილი, ძმისშვილი, თუ სხვა სახის ნათესავი, ცუდად იქცევა სკოლაში. ათასში ერთხელ შეიძლება დაინახონ ის, რომ მათი ნათესავი ცდილობს შეიტანოს მრავალფეროვნება უსაზღვრო სამყაროში და შეზღუდოს ჩარჩოები, რომელმაც გაანადგურეს მისი ახლო ნათესავები. სამწუხარო და ძნელია, როცა არავის ესმის შენი, არც დედას, არც მამას არც მეგობრებს, რომლებიც დღეს არიან შენთან, ხვალ კი წავლენ ისე გაქრებიან შენი ცხოვრებიდან, რომ ვერ გაიგებ. ასე რომ მინდა გავიქცე, მინდა წავიდე სადღაც და მინდა იცოდნენ რომ ჩემს ავტობუსში, რომელიც ყოველთვის იქაა სადაც მე ვარ, არსებობს რამდენიმე ადგილი განსხვავებული ადამიანებისთვის.

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0