x
მეტი
  • 16.08.2024
  • სტატია:136564
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510821
ეშტონ კაჩერი vs ჯოჯრ კლუნი


imageჰოლივუდის მსახიობები ეშტონ კაჩერი და ჯორჯ კლუნი ერთდროულად დანიშნეს სტივ ჯობსის როლზე. კაჩერი ჯორშუა მაიკლ სტერნის ბიოგრაფიულ ფილმში „ჯობსი“, ხოლო ჯორჯ კლუნი Sony Pictures-თან ითანამშრომლებს. კაჩერის ფილმის გადაღებები უკვე დაწყებულია, ხოლო კლუნის მონაწილეობით ფილმის გადაღებების დაწყების თარიღი არ არის ცნობილი, რადგან Sony Pictures-ს საავტორო უფლებებთან აქვთ პატარა პრობლემა.

ეშტონ კაჩერმა უკვე მოუშვა წვერი და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ სტივ ჯობსის ახალგაზრდობას სხვა მსახიობი ვერ მოერგებოდა.

სანამ კაჩერი გადასარებ მოედანზე იქნება CBS - ზე უვადო პაუზაა imageსერიალზე „Two and a Half Men „
.









პ.ს. ვინც არ იცით სტივ ჯობსი (მასალა ვიკიპედიიდან)
კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO). 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიისაღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე სათამაშოების ისტორია, მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა. როდესაც სტუდია უოლტ
დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.
1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ, სტივ ვოზნიაკთან, ერთად მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას ეპლ II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა დათაგუნაში,
რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, შემოიტანა რა ეს ინოვაციები ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში. 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

0
83
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0