სხვა "ვარსკვლავური ცხოვრება" 2012, 5 მაისი, 23:59 შორენა ბეგაშვილი: ეკრანზე ბავშვობიდან ვჩანვარ, მაშინ ჯერ კიდევ რუსთავში ვცხოვრობდი, როდესაც ვმუშაობდი ქვემო ქართლის არხზე, სადაც მუსიკალურ ათეულს ვუძღვებოდი...ძალიან სასაცილო ვიყავი.თუმცა კონკურსის შედეგად შემარჩიეს და დიჯეი მანო გავხდი. მეთერთმეტე კლასში უკვე საკუთარი გადაცემა მქონდა.ამიტომ არავის ეგონოს, რომ დღეს დავიწყე ყველაფერი.ხელფასი არ მქონდა, მაგრამ პარალელურად საბავშვო თეატრში ვმუშაობდი.შემდეგ კი თეატრალურში დავიწყე სწავლა და ამიტომაც წამოვედი არხიდან. ამის შემდეგ დავიწყე სერიალ "კაბარე 5ვარსკვლავზე" მუშაობა, სადაც კუკის როლს ვთამაშობდი.ერთი წლის შემდეგ იყო "ღამე შორენასთან".6თვის შემდეგ კი დაიხურა ეს გადაცემა და ავიღე ტაიმ აუტი.1წლიანი შესვენების შემდეგ კი რუსთავი 2-ზე დავიწყე მუშაობა.ერთი შეხედვით ძალიან მარტივად ჩანს ის რასაც ვყვები, მაგრამ ძალიან რთულია.საერთოდ ძნელია სადმე მიხვიდე თუ პატრონი არ გყავს... სექსუალური ქალის მიღმა იმალება მოსიყვარულე დედა, რომლისთვისაც ყველაზე მთავარი საკუთარი შვილია... 69 3-ს მოსწონს
|