სამეგრელო და ზემო სვანეთი ზამთრის ტურისტული სეზონი მესტიაში უკვე გაიხსნა+ (ვიდეო) 2013, 28 დეკემბერი, 17:32 ზამთრის ტურისტული სეზონი მესტიაში უკვე ოფიციალურად გაიხსნა, ის გახსნა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მას დაესწრო რამდენიმე მინისტრიც, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა ეს კურორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რადგან მესტიაში ქართველ და უცხოურ ტურისტებს ამოსვლა შეუძლიათ ნებისმიერ დროს, მთელიწლის განმავლობაში ანუ ოთხივე სეზონზე, აქ არის ორი ტრასა ერთი ეგრედწოდებული წითელი ტრასა რთული, რომელიც 2565 მეტრის სიგრძისარის და ასევე არის მეორე ტრასა შედარებით იოლი, იგი არის 1900 მეტრის სიგრძის.ასე რომ უკვე დღეიდან ნებისმიერ ტურისტს შეუძლია ამოვიდეს და ისრიალოს ჰაწველის მთაზე. 28 5-ს მოსწონს
|