სხვა მეოცე საუკუნის საოცარი ქალბატონები. 2013, 26 დეკემბერი, 22:40 მსოფლიო ისტორიაში არსებობენ, დიდებული ქალბატონები, რომელთა სახელების დავიწყება ძალიან ძნელია.მათზე ძალიან ბევრი დაიწერა ბევრი ფილმი იქნა გადაღებული.სწორედ ასეთ დაუვიწყარ და დიდებულ ქალბატონებს წარმოგიდგენთ. გრეის კელი– მონაკოს პრინცესა და მსახიობი, ის 10 ფილმში იქნა გადაღებული და მიღებული აქვს ერთი ოსკარი.წარმატება მასთან ძალიან მალე მოვიდა ის ხიჩკოკმა გადაიღო სამ ფილმში გრეისი მონაკოს პრინცს გაჰყვა ცოლად.ულამაზესი პრინცესა 1982 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. მის მეუღლეს კი ცოლი არ შეურთავს. კოკო შანელი ყველასათვის ცნობილი სახელია უკვე დიდი ხანია.ეს ქალბატონი არის კარგი მაგალითი იმისა, რომ პოპულარობისა და დიდების მისაღწევად არაა საჭირო იყო მდიდარი ოჯახიდან.კოკო შანელმა ქალთა მოდის სამყაროში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. შეუძლებელია მე–20 საუკუნე მარლენ დიტრიხის გარეშე. ვისაც კი ჰქონდა შესაძლებლობა მისი მოსმენის, მომენტალურად მისი ტაყვანისმცემელი ხდებოდა. მერლინ მონრო სილამაზის ეტალონადაა მიჩნეული.ის ძალიან პოპულარული და ულამაზესი მსახიობი იყო.მის ცხოვრებაზე დაწერილია ბევრი წიგნი. მერლინის სურათი მოხვდა პირველი ჯურნალის "Playboy" გარეკანზე.მას ძალიან ბობოქარი ცხოვრება ჰქონდა და დასანანია, რომ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ოსკაროსანი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი, იმ დროისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.ის იყო ძალიან ლამაზი და აგრეთვე საუბრობდა ხუთ ენაზე.ოდრი დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა. გარდაიცვალა 1993 წელს სიმსივნით. ელიზაბეტ ტეილორს "ჰოლივუდის დედოფალს" უწოდებდნენ.ის ორჯერ გახდა ოსკარის მფლობელი საუკეთესო როლის შესრულებისათვის.ელიზაბეტი პირველი ქალბატონია ჰოლივუდში, რომელმაც ჰონორალის სახით მილიონი აიღო. ელიზაბეტი გარდაიცვალა2011 წელს. პრინცესა დიანა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.მასზე საუბრობენ ძალიან ბევრს მის ცხოვრებაზე დაიწერა არა ერთი წიგნი.დიანას ჰყავდა ბევრი თაყვანისმცემელი. ულამაზესი პრნცესა, რომელიც დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა, ხალხს ძალიან უყვარდა. 208 9-ს მოსწონს
|