x
image
K.P.
სკანდალი: თიკა ჯამბურიამ საკუთარი ნიშნობა გაითამაშა
image







ყველასათვის საყვარელ და ცნობილ მომღერალ თიკა ჯამბურიას საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. სულ ცოტა ხნის წინ იგი აქტიურად გამოჩნდა ყვითელი პრესის ფურცლებზე. მიზეზი ნამდვილად მისალოცი გახლდათ: მომღერალმა სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას საკუთარი ნიშნობის შესახებ ამცნო. თიკას მტკიცებით, მისი რჩეული საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გახლდათ. ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ ხელის თხოვნას მაინც არ მოველოდიო...

image

აღმოჩნდა, რომ თიკას ცხოვრებაში ზღაპრული პრინცი არ არსებობდა. მომღერალმა ყვითელი პრესა ოსტატურად მოატყუა. სულ ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა სათაურით-"სპეციალურად ყვითელი პრესისთვის", რომელშიც მომღერალი ტყუილის მიზეზებზე საუბრობს.


"ექსპერიმენტის მიზანი იყო, თიკას ყვითელი პრესის წარმომადგენლებისთვის ეთქვა, რომ კატეგორია ექსკლუზივის ქვეშ, მათ მიერ მოპოვებული მასალები ხშირად რამდენიმე წამში იქმნება და შემდეგ დაუსრულებლად მიდის ერთიდაიგივე თემებით და სახელებით მანიპულირება. ვიდრე ყვითელი საიტები თიკას ვითომ ნიშნობის ბეჭდის ზომაზე წერდნენ მომღერალი რამდენიმე ახალ სიმღერაზე სტუდიაში მუშაობდა. გავრცელებული სტატიების სათაურებითა და შინაარსით თუ ვიმსჯელებთ ჟურნალისტები წარსულს ეპოტინებიან, რადგან მომღერლის ახლანდელი და მომავალი რეალობის შესახებ არც არაფერი იციან"-ნათქვამია გავრცელებულ ვიდეოში.

"იმის განხილვას თუ როგორი ბეჭედი გავიკეთე, რამდენი ჰამბურგერი მივირთვი, როგორი „სეფშოტები“ გადავიღე, ვის გავუღიმე, ვინ გამიღიმა და რატომ და როგორ - მგონი უმჯობესია ჩემი ახალი სიმღერა მოისმინოთ და თქვენც გაიღიმოთ"-წერს მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. გთავაზობთ თიკას ახალ სიმღერას.

1
1738
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1738
  
2014, 1 იანვარი, 19:05
უდარდელად ცხოვრებამ იცის ეს,საფიქრალი რომ სემოგელევა ადამიანს :D
0 1 1