ცომეული გემრიელი "ტოსტი" საუზმისთვის (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 26 დეკემბერი, 16:08
ამ გემრიელი საუზმის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი
ინგრედიენტები:
–თეთრი პური –კვერცხი –შებოლილი ხორცი –მწვანე ხახვი –პომიდორი –ბულგარული წიწაკა –მარილი გემოვნებით მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: დავჭრათ თეთრი პური და გული ნაწილობრივ ამოვუღოთ ოთხკუთხედათ.კვერცხში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, შებოლილი ხორცი(შეიძლება ძეხვიც), ბულგარული წიწაკა, პომიდორი და გემოვნებით მარილი.დავდოთ პურის ნაჭერი ტაფაზე, ჩავასხათ ეს მასა გულში, შევწვათ ორივე მხრიდან კარგად და გემრიელი საუზმეც მზადაა. მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა! 454 10-ს მოსწონს
|