x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138351
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
კარტოფილის ალადები ყველით (მაშას რეცეპტებიდან)
image

ახლა შემოგთავაზებთ უჩვეულო და გემრიელი ალადების რეცეპტს.


საჭირო ინგრედიენტები:

–500გრ.–––––––––––მოხარშული კარტოფილი(გაცივებული)


–1პატარა კბილი––––ნიორი

–1/2 ჭ.–––––––––––ფქვილი

–1ჩ/კ––––––––––––გამაფხვიერებელი

–1/2ჩ.კ––––––––––მარილი

–150გრ––––––––––მაგარი და მშრალი ყველი

–2ღერი––––––––––მწვანე ხახვი

–1შეკვრა–––––––––ოხრახუში ან ქინძი

–1მოზრდილი–––––კვერცხი

–2-3ს.კ––––––––––რძე


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

1.მოხარშული კარტოფილი გავაცივოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

2.მწვანე ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად, დავამატოთ კვერცხი და რძე.

3 მარილი, გამაფხვიერებელი და ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში.

4.გავხეხოთ ყველიც.

5.ქინძი და ოხრახუშიც დავჭრათ წვრილად.

6.ყველა კომპონენტები შევაერთოდ ერთ ჯამზე, დავამატოთ შავი წიწაკა გემოვნებით და ავურიოთ კარგად.

7.გავახუროთ ზეთი სქელძირიან ტაფაზე და სუფრის კოვზით დავდოთ მიღებული ცომი, ისე რომ ერთმანეთს არ შეუერთდეს და შევბრაწოთ კარგად ორივე მხრიდან.შემდეგ ცოტა შეაგრილეთ და...


image

მიირთვით გემრიელად!




თქვენი მაშა

0
299
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0