x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ომლეტი ესპანურად

imageმომზადების დრო: 60 წთ
შემადგენლობა:
500 გ. კარტოფილი;
1 თავი ხახვი;
ზეითუნის ზეთი 150მლ;
ოხრახუში დაჭრილი 3ს/კ;
კვერცხი 6 ცალი.
მომზადება:
ნამდვილი ესპანური ომლეტის მომზადების საიდუმლო მდგომარეობა კარტოფილის
ნელა მოთუშვაში დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთში, რათა ის გაიჟღინთოს
ზეითუნის არომატით კვერცხის დამატებამდე.

შედეგად მიიღებთ მეტად ნაზ, გემრიელ კერძს, რომელიც სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ ცხელი ან ცივი სახით.

1.გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ხახვი წვრილად დაჭერით.

2. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე, დაამატეთ კარტოფილი და ხახვი, მოთუშეთ დაბალ
ცეცხლზე 30 წთ-ის განმავლობაში. დაახურეთ თავზე, დროდადრო მოურიეთ.

კარტოფილი რომ დარბილდება, გადმოიღეთ თუშფალანგზე, ზეთი შეინახეთ.

3. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ კარტოფილი, ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით.

ზეთი გააცხელეთ, დაამატეთ მომზადებული მასა და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე.

კვერცხი რომ მოშრება, ომლეტი გადააბრუნეთ, ზედაპირი მოასწორეთ. გადმოიტანეთ თეფშზე.სუფრაზე მიტანის წინ გააგრილეთ.

0
1494
2-ს მოსწონს
ავტორი:გია პავლიაშვილი
გია პავლიაშვილი
1494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0