კერძები ბოსტნეულისაგან უგემრიელესი კარტოფილის ცხობილი ფრანგულად (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 24 დეკემბერი, 17:18
კარტოფილი–ფრანგაულად ძალიან გემრიელია.რომ იტყვიან, პირდაპირ"თითებს ჩაიკვნეტთ"და თან ადვილი მოსამზადებელია.ამისთვის კი გვჭირდება
შემდეგი ინგრედიენტები: –კარტოფილი––––––––––600-700გრ. –ნაღები(10%-იანი)–––––400გრ. –ნებისმიერი ყველი–––––150გრ. –მარილი–––––––––––––გემოვნებით მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1.პირველ რიგში კარტოფილი უნდა გავასუფთაოდ და დავჭრათ მრგვალად–მონეტებივით, 4-5მმ.სისქის ნაჭრებად. 2.ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავუშვათ მასში დაჭრილი კარტოფილის ნაჭრები, ვადუღოთ ასე 5 წუთი ნელ ცეცხლზე და შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. 3.ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. 4.ნებისმიერ ცეცხლგამძლე ფორმაში ფენა–ფენა მოვაწყოთ ნაღებიდან ამოღებულიკარტოფილი და გახეხილი ყველი, ისე რომ ზედა ფენათ კარტოფილი იყოს.ცოტა ყველი შევინახოთ თავზე მოსაყრელად. 5.როცა მოვრჩებით მოწყობას, მოვასხათ ნაღები.დავაფაროთ ფოლგა და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე აერღუმელში 20 წუთის გნმავლობაში. 6.ამის შემდეგ ფოლგა გადავაძროთ, მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 10-15 წუთი და კარტოფილი ფრანგულად მზადაა. ცოტა გააგრილეთ და... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა. 1544 7-ს მოსწონს
|