კერძები ბოსტნეულისაგან დიდებული საუზმე"პომიდორი ყველით" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 17 დეკემბერი, 12:53
ამ გემრიელი საუზმის მოსამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:
–პომიდორი–5ც. –ყველი–200გრ. –სოკო–200გრ. –კვერცხი–1ც. –ხახვი–1თ. –ერბო–1/2 ს.კ –ზეთი–15გრ. –პურის ორცხობილა–1ნაჭერი –რძე–2ს.კ. –მარილი და წიწაკა გემოვნებით. მომზადების წესი: 1)პირველ რიგში სოკო გავრეცხოთ და მოვხარშოთ.გაცივების შემდეგ ცოტა გავწუროთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ცოტა ზეთში. 2)პომიდორიც გავრეცხოთ და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ხოლო ორცხობილა წვრილ სახეხზე. 3)თიხის კეცზე ან სხვა ყალიბში წავუსვათ ცხიმი და ღუმელი გავახუროთ 180გრადუსზე. 4)პომიდორი მოვაწყოთ ფენა-ფენა.ზემოდან მოვაყაროთ წიწაკა და მარილი.მერე მოთუშული სოკო ხახვთან ერთად. 5)ცალკე ჯამზე ავთქვიფოთ კვერცხი რძესთან ერთად, დავამატოთ გამდნარი ერბო და მოვასხათ ამ მასას.ზემოდან კი მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ორცხობილა. 6)შევდგათ გახურებულ ღუმელში და როგორც კი ყველი გადნება და გადაწითლდება, მზადაა და ცხლად მივიტანოთ სუფრასთან იმავე თიხის ჭურჭლით რაშიც გამოვაცხვეთ, შემდეგ კი... გემრიელად მიირთვით! თქვენი მაშა 668 8-ს მოსწონს
|