სხვა ყველაზე უჩვეულო ცხოვრების წესი 2013, 23 დეკემბერი, 15:29 ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე არაჩვეულებრივი ადამიანი თავისი უნიკალური ცხოვრების წესით-ეს ნამდვილად საინტერესოა!
ქალი, რომელსაც ჰყავს 700 კატა. ![]() ამჟამად ის ზრუნავს 700 კატაზე და 16 ძაღლზე, რაშიც მას ეხმარება სახელმწიფო- გრანტებით და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები-შემოწირულობებით. ![]() ქალი, რომელიც ცხოვრობს ქმართან და საყვარელთან ერთ ჭერქვეშ. ![]() როდესაც ორი შვილის დედამ მარია ბიცკიმ მიატოვა ქმარი სხვა მამაკაცის გულისთვის, ის ვერც კი აცნობიერებდა, თუ რამდენად მოენატრებოდა მეუღლე. და ამავე დროს, მას ვერ წარმოედგინა ცხოვრება საყვარლის გარეშეც. მარია ამტკიცებს, რომ სამივეს ერთად არასოდეს სძინავთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მამაკაცთან აქვს სექსუალური ურთიერთობა, მაინც ეს თემა საკმაოდ პირადულია. ქალი ამბობს, რომ ასეთ ცხოვრებას აქვს საკმაოდ დიდი უპირატესობა: ბავშვებს სამი ზრდასრული ადამიანი ზრდის და ყველა გადასახადი იყოფა სამ თანაბარ ნაწილად. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს როგორც ძაღლი. ![]() გერი მეთიუ, ყოფილი ინჟინერი მიიჩნევს, რომ ის არის ძაღლი სახელად "ბუმერი". 48 წლის მამაკაცი ატარებს საყელოს, ჭამს ძაღლის საკვებს - სხვათა შორის, ურჩევნია «Pedigree» - უყვარს რძე და ძაღლის ორცხობილა. ისიც ყეფს და დაზდევს მანქანებს, როგორც ნებისმიერი ძაღლი.სძინავს ჩვეულებრივ კაბინაში და მიიჩნევს, რომ ის უფრო მოსახერხებელია, ვიდრე საწოლი. გადაწყვეტილება გახდეს ძაღლი მიიღო ბავშვობაში. მისი სიყვარული ძაღლების მიმართ გადაეზარდა "დაავადებაში". 45 1-ს მოსწონს
|