BBC-ის დოკუმენტურ ფილმში რომელიც 10 ყველაზე ძვირადღირებულ
ტილოზე და მათ პატრონებზე მოგვითხრობდა გაიჟღერა ბიძინა ივანიშვილის სახელმა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 3 ტილო, რომელიც კრისტის
აუქციონზე გაიყიდა ეკუთვნის პიკასოს ფუნჯს.
ერთ-ერთი ტილო რომელიც
კრისტის აუციონიდან $95, 216, 000 წავიდა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ივანიშვილი აუქციონზე
ტელეფონით მონაწილეობდა და ვინაობა არ დაუსახელებია, როდესაც კითხულობდნენ ვინ იყო
ტილოს პატრონი პასუხი მარტივი იყო, ვიღაც რუსი ოლიგარქი. ასეთი ამბავი დიდი ხნით არ
იმალება და ფორმბსმა სულ რამოდენიმე დღეში დაასახელა მყიდველის ვინაობა.
ეს ამბავი რომ გავიგე ძალიან კმაყოფილი
დავრჩი მიუხედავად იმისა რომ არც ივანიშვილისტი ვარ და არც სააკაშვილისტი, უბრალოდ
მესიამოვნა ის ფაქტი, რომ შესაძლოა ხელისუფლებაში მოვიდეს ის ადამიანი ვინც ხელოვნებას
აფასებს.
ასევე დიდი ხანია ცნობილია, რომ ივანიშვილს
პოპ- არტის კოლექცია აქვს და სადღაც ინტერვიუში ენდი ვორჰოლის ტილოსაც მოვკარი თვალი.
იმედი მაქვს ძალიან, ძალიან დიდი იმედი,
რომ ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს მუზეუმს სადაც მისი კოლექციის ნახვა შეგვეძლება.
პ.ს. პიკასოს მეორე ტილოს პატრონი
დღემდე უცნობია. მან თუ არ ვცდები ტილოში 104.040.000 $ გადაიხადა... ფილმში არანაირი
ვარაუდი არ იყო გამოთქმული იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს ტილოც ბიძინა ივანიშვილისაა