x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები ადამიანზე. (ეს ყველამ უნდა იცოდეთ)
imageადამიანი საოცარი ქმნილებაა თუ ჩავუღრმავდებით მის არსს. ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედი თავისი ყოველი კომპონენტით სამყაროს განუყოფელი ნაწილია. იგი ერთადერთია, რომელიც ცხოველისგან გამოყოფილია თავისი არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობებით, მაგრამ ცოტა თქვენგანმა თუ გააცნობიერა ეს ყოველივე და სხვა დანარჩენი ფაქტებიც, რომელთა ცოდნის აუცილებლობის გამო გაგიზიარებთ რამოდენიმე მაგალითს:



1. ადამიანის ორგანიზმს გააჩნია 100-160 მილიარდი კაპილარი, რომელთაც თუ ერთ ხაზად განვალაგებთ, მივიღებთ 60-80 ათას კილომეტრ სიგრძისას, რაც დედამიწის ეკვატორის სიგრძეზე ორჯერ მეტია.

image


2. მსხვილ არტერიებს შეუძლიათ გაუძლონ წნევის 20 ატმოსფეროს.


image




3. ჯანმრთელი კბილის ემალი შეგვიძლია შევადაროთ კვარცს და ბასრი ხმალიც კი მასზე დარტყმით ბლაგვდება.

image



4.თავის ძლიერ დარტყმას, ნერვული სტრესის ფონზე ჭკუიდან შეშლას ახლავს ტვინის უჯრედების განსაზღვრული ნაწილის კვდომა, რომლებიც სამწუხაროდ აღარ აღდგება, აზროვნების ფუნქციას კი თავის თავზე ჯანმრთელი უჯრედები იღებენ.



ადამიანის ტვინის უჯრედები 80% წყალს შეიცავს, ძვლები 25%-ს და კუნთები დაახლოებით 76%-ს.

image



5. დადგენილია, რომ ადამიანი სიცოცხლის მანძილზე მოიხმარს 2, 5 ტონა ცილას, 1, 3 ტონა ცხიმს, 17, 5 ტონა ნახშირწყლებს, და 75 ტონა წყალს.

image




6. ადამიანის სხეული 3 კგ-მდე მინერალურ მარილს შეიცავს, რომლის 5/6-ი ნაწილი ძვლებს უკავია. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში მარილის რაოდენობა 300 გრამია.

image


7. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია გაუძლოს სითბოს 44-45, 5 გრადუსამდე, ერთეულ შემთხვევაში 45 გრადუსამდეც.

image



8. დღე-ღამის მანძილზე ადამიანი გამოყოფს იმდენ სითბოს, რამდენიც გაალღვობდა 33 ლიტრ წყლის სახით მისაღებ ყინულს.

image


9. 60 წლის ადამიანს თავისი ცხოვრების 20 წელიწადი ძილში აქვს გატარებული.

image


10. ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე კანის სიღრმეში 100 ნერვული დაბოლოვებაა, რომლითაც ტკივილს შევიგრძნობთ; ხოლო კანის ზედაპირზე კი დაახლოებით ერთი მილიონი.

image



11. თუ ჩავთვლით იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში ერითროციტების დალექვის რაოდენობა წუთში 100 ცალია, ყველა მათგანის დათვლას 450 ათასი წელი დაჭირდება.



ლეიკოციტები, რომლებიც ძვლის ტვინში, ელენთასა და ლიმფურ ჯირკვლებში წარმოიშვა, ცოცხლობს მხოლოდ 4-5 წელი.

image


12. ადამიანის გულის წონა განისაზღვრება სხეულის წონის 1/200-ის მიხედვით. გულის კვებისთვის კი იხარჯება 1/20 ენერგია ყველა ენერგეტიკული რესურსიდან, რომლებსაც მოიხმარენ სხვა დანარჩენი ორგანოები, რის შემდეგაც გულის კუნთი 10-20 ჯერ უფრო ინტენსიური ხდება ვიდრე იყო.

image


13. არ არსებობს ადამიანის ორგანიზმი, რომელიც ცილებს არ შეიცავს. სისხლსა და კუნთებში მათი რაოდენობა 1/5-ია, ტვინში 1/12-ი, კბილის ემალში 1/100-ი. დანარჩენ ორგანოებში ცილის
45-85% გვხვდება მშრალი სახით.


ჩვენი სხეულის ორგანოების ნახევარი ცილებს აღადგენს 180 დღის განმავლობაში, ხოლო ღვიძლი კი 17-20 დღეში.

image




14. ადამიანის თმა საპნის ბუშტუკებზე 5 000-ჯერ სქელია, 5-ჯერ სქელია კაპილარზე, 12-ჯერ სქელია ალვეოლის კედელზე და 20-ჯერ სქელია ობობის ქსელზე.

image

3
4962
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4962
  
2013, 29 დეკემბერი, 16:58
ძააალიაან საინტერესოა
2013, 23 დეკემბერი, 9:22
ძალიან საინტერესო იყო
2013, 22 დეკემბერი, 22:50
კარგია
0 1 3