მიხეილ სააკაშვილმა მუშაობა აშშ–ის პრესტიჟულ სკოლაში დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოეწყო სამსახურში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი მოეწყო სამსახურში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში. ამას იტყობინებოდა სასწავლო დაწესებულება საკუთარ საიტზე.
სააკაშვილი მომავალი გაზაფხულიდან დაიწყებს ლექციების კითხვას სკოლაში, ევროპული სახელმწიფოებრიობის, თანამედროვე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე და პრობლემებზე.
ექს–პრეზიდენტის ჰონორარზე არაფერია ცნობილი.
აღნიშნული სკოლის დეკანმა ჯეიმს სტავრიდისმა სააკაშვილს უწოდა "ვარდების რევოლუციის ლიდერი", "გამოცდილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც შეცვალა ვითარება მის ქვეყანაში, შეცვალა მისი ქვეყნის ისტორია და და ეს ქვეყანა დააყენა ტრანსატლანტიკური და ევროპული ღირებულებების რელსებზე, ასევე მოახდინა გავლენა რეგიონზე და მთელ მსოფლიოზე".
სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია იმუშაოს "ერთერთ ყველაზე დიდებულ დაწესებულებაში", რომელიც სპეციალიზირებულია სამართლისა და დიპლომატიის საკითხებზე.
მე დავუბრუნდი ჩემს ფესვებს, რადგან ჩემს განათლებას უშუალო შეხება აქვს სამართალთან და დიპლომატიასთან. მე ასევე უფლება მეძლევა სხვებსაც გავუზიარო ის პრაქტიკული გამოცდილება, რაც მე შევიძინე უკანასკნელ წლებში დიდ პოლიტიკაში ყოფნისას", –განაცხადა ყოფილმა ლიდერმა.
ფლეტჩერის სახელობის სკოლა დაარსებულია 1933 წელს, და ის უნივერსიტეტ "Tufts University"–ის ნაწილად ითვლება. ეს უნივერსიტეტი კი კერძო კვლევითი უნივერსიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში, განთავსებულია ქალაქებში სომერვილში და მედფორდში, მასაჩუსეტსის შტატში. აღნიშნული უნივერსიტეტი 87–ე ადგილზეა "Times"–ის საერთაშორისო რეიტინგებში.
სააკაშვილმა, რომელიც საქართველოში ხელისუფლებაში მოვიდა 2003 წელს "ვარდების რევოლუციით", არჩევნების გზით მოსული მმართველი კოალიცის "ქართული ოცნება" წარმომადგენელს გიორგი მარგველაშვილს დაუთმო საკუთარი პოსტი. გადადგომის შემდეგ სააკაშვილმა დატოვა საქართველო და არ დაბრუნებულა.