კერძები ხორცისაგან ფენოვანი ცომის რულეტი 2013, 22 დეკემბერი, 10:07 ინგრედიენტები:
● შებოლილი ხორცი - 150 გ.
● ყველი - 100 გ.
● კვერცხი - 3 ცალი
● პამიდორი - 1 ცალი ● მაიონეზი, ნიორი, მარილი და პილპილი - გემოვნებით მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხი მაიონეზთან ერთად. ამასობაში მსუბუქად მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხორცი და დავუმატოთ მიღებული მასა. შემდეგ ცხელსვე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი, გახეხილი ყველი, ნიორი, მარილი, პილპილი და კარგად ამოვურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ფენოვან ცომში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ კი... გემრიელად მიირთვით 146 7-ს მოსწონს
|