სხვა "პორნო" საკვებით - ახალი მოდური ტენდენცია პირდაპირ ეთერში 2013, 23 დეკემბერი, 12:44 ეს შოუ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს და მასში ახალგაზრდა, მიმზიდველი ადამიანები იღებენ მონაწილეობას. თუმცა აქ არ არის არანაირი სიშიშვლე და სექსი, სამაგიეროდ არის ძალიან ბევრი საჭმელი! შოუს სახელწოდებაა "mok-bang", რაც ორი კორეული სიტყვის ("ჭამა" და "ტრანსლაცია") ნაზავს წარმოადგენს. სამხრეთკორეულ ვიდეოპორტალზე Afreeca TV, რომელიც პოპულარული Youtube-ის ანალოგია, ამ ახალი უცნაური გართობის ნამდვილი ბუმია. ვიდეოპორტალის მომხმარებელბი უყურებენ, როგორ ჭამს რამდენიმე ადამიანი რაც შეიძლება ბევრ საჭმელს, და ხმას აძლევენ მათი აზრით საუკეთესოს. ყველაზე პოპულარული "მჭამელი" ამ შოუში ცნობილია სახელით Diva. როგორც მან განაცხადა, იგი მოწყენილი იყო და სჭირდებოდა რაიმე ჰობი, ამიტომ გადაწყვიტა mok-bang-ში მოესინჯა ძალები. დღის მანძილზე იგი მუშაობს ერთ-ერთ ფირმაში, საღამოობით კი რამდენიმე საათის მანძილზე ჭამს პირდაპირ ეთერში. ჭამის დასრულების შემდეგ კი ისევ პირდაპირ ეთერში ესაუბრება მაყურებელს და პასუხობს შეკითხვებს. Afreeca TV-ზე ამ "გართობით" შეიძლება საკმაო თანხაც გამოიმუშავოთ, რადგან იმ კანდიდატს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს, მაყურებელი აძლევს სპეციალურ ინტერნეტ ვალუტას სახელწოდებით Star Balloons, რომლის რეალური ფასი მერყეობს 1-დან 50 დოლარამდე. ასე რომ, ეს ცნობილი "მჭამელები" გარდა ჭამისა და პოპულარობისა, ასევე ფულსაც აკეთებენ. ამ უცნაურ გართობაზე კომენტარები კი უკვე თქვენთვის მომინდია... 313 5-ს მოსწონს
|